დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი იზრდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი იზრდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-04-05 10:00:00

ტელეკომპანია იმედის დილის ეთერში, რუბრიკა „ბიზნესინსაიდერის“ ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე საკითხი მიმოიხილა. მათ შორის ინფლაცია, სიღარიბე, უთნასწორება და მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ეკონომიკაში. 

გიორგი აბაშიშვილმა მიმდინარე კვირას განვითარებული საინტერესო მოვლენების მიმოხილვით დაიწყო: 

„ვიდრე მთავარ თემაზე გადავალთ, მიმოვიხილოთ რამდენიმე მოვლენა, რასაც გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. როგორ წინა გადაცემაზე დავაანონსეთ, ჩვენ ევროპის ჩემპიონატის წინ და მსვლელობისას, ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია.

კერძიდ, გავეცანით საერთაშორისო მიმომხილველებს სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ფასი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაყურებელს შევახსენებ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევროს მცირედით აღემატება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ფასები ამჯერად პირობითია, ვინაიდან ყველა ევროპელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილად არ გაყიდის 80 მილიონად, ისევე როგორც გიორგი მამარდაშვილს 35 მილიონად, არაფერს ვამბობ ბუდუ ზივზივაძის ფასზე, რომლის სატრანსფერო ღირებულება 700 ათასია, რაც დღეს არარეალურია.

ევროპელი ანალიტიკოსების ნაწილი ეყრდნობა საინტერესო კვლევებს, კერძოდ, ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გასვლის შემდგომ მოსალოდნელია სატრანსფერო ღირებულების ზრდა. ჩვენ ამ ყველაფერს ველით, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ სხვა რეალობა გვექნება, ვინაიდან მთავარი ბრძოლა ახლა იწყება.

ამავდროულად ქართველ მაყურებელში დიდი აჟიოტაჟია, როგორც ჩემპიონატის ბილეთების, ისე ფრენებთან დაკავშირებით. ოფიციალურად საქართველოს ნაკრებს კვოტა იხსნება 15 აპრილიდან. ბუნებრივია, ახლაც შესაძლებელია ბილეთების ყიდვა, თუმცა არ არის დაზღვევა, მოხვდებიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ტრიბუნის იმ მხარეს, სადაც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები იქნებიან ჭარბად წარმოდგენილი. ამავდროულად, ავიაბილეთების ფასები დღეს დილის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების თამაშების 17-27 ივნისის პერიოდში დიუსელდორფის მიმართულებით 1310 ლარიდან იწყება და 7 000 ლარს აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ავიახაზებმა“, დაიწყო პირდაპირი ფრენები და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება პირდაპირ გადაფრინდნენ. იმედია, გამოჩნდებიან სხვა ავიაკომპანიებიც, ვინაიდან, მოსალოდნელზე მაღალია დაინტერესება და ეს მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ინფლაცია, ფასები და შრომის ანაზღაურება

ახლა კი გადავიდეთ სხვა საკითხებზე, მაგალითად, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თვის მიმოხილვა ინფლაციასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საქართველოში წლიური ინფლაცია 0.5%-ია, თებერვალთან შედარებით 0,01%, პრაქტიკულად არ გაზრდილა ინფლაციის მაჩვენებელი. რას ვუყურებთ ამ პერიოდში: ძირითადად ხდება ფასების კლება სურსათის მიმართულებით, ასევე კავშირგაბმულობის მიმართულებით . ფასები მცირდება საყოფაცხოვრებო ხარჯებზე, რაც ბუნებრივია, არის ყოველდღიური მოხმარების ნაწილი.

სურსათთან დაკავშირებით, კლება Business Insider-ის ინფორმაციითა და ჩვენი ანალიტიკით კვლავ გაგრძელდება, გამომდინარე სეზონური პროდუქციის შემოსვლასთან ერთად. ტრადიციულად ეს ასეც ხდება, იმპორტის ჩანაცვლება მაღალი კოეფიციენტით. შესაბამისად ფასები კიდევ უფრო იკლებს.

გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, კერძოდ, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე, რომელიც მყარდება საქსტატის მონაცემებით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ ჩვენ შევხედავთ უთანასწორობისა და სიღარიბის მაჩვენებელს, ამ კუთხით საქართველოში ვითარება წლიდან-წლამდე უმჯობესდება. ვნახოთ საქართველოში არსებული ვითარება ნომინალურ ხელფასთან დაკავშირებით, 2044 ლარზე მეტია საშუალო ხელფასი. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულებით და 4 300 ლარს აღემატება. ყველაზე მცირეა ხელფასი განათლების სექტორში 1157- ლარამდეა, თუმცა 15%-იანი ზრდაა ამ სექტორში და ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ რეფორმების შემდგომ მაღალია დაინტერესება უცხოელი სტუდენტების და ფინანსური ნაკადების კუთხით ზრდა ფიქსირდება.

ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი საქართველოში დაახლოებით 5-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია ამ ტიპის სხვაობის დროს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეტად ხდებოდეს დივერსიფიცირება, როცა ჩვენ უთანასწორობის შემცირებაზე ვლაპარაკობთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სექტორში მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდებოდეს.

„ჯინის ინდექსი“ და საქართველო

ჯინის ინდექსი ზომავს მსოფლიოში უთანასწორობისა და სიღარიბის მაჩვენებელს. საქართველოში ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი კლება 2022 წელს. ეს მაჩვენებელი მაღალი იყო 2011 წელს. სლაიდი აჩვენებს, რომ მიდის გამოთანაბრება და კლება, რასაც რამდენიმე ეფექტი აქვს. ამასთან მცირდება აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი და 2022 წელს დაბალ ნიშნულზეა.

რა ხდება, როდესაც არის საუბარი გამოთანაბრებაზე და როგორ არის შესაძლებელი, რომ არ იყოს უთანასწორობა, როცა მცირე ჯგუფს აქვს ძალიან მაღალი და დიდ ჯგუფს ძალიან დაბალი შემოსავალი. როგორ უნდა მოხდეს ამის ეტაპობრივი გამოთანაბრება, ეს დღეს თითქმის ყველა ქვეყნის დილემაა, ამიტომ არის ჯინის ინდექსი საზომი. ძირითად შემთხვევაში, ორი არჩევანია, რომ გაიზარდოს გადასახადები, მოხდეს გადანაწილება, რაც არასწორი ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება და მეორე ადამიანებს მიეცეთ საშუალება ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში. მათ შორის ერთ-ერთი პარამეტრია მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა.

მცირე და საშუალო ბიზნესის ჩარლობა ეკონომიკაში

„რა ვითარება იყო საქართველოში წლების განმავლობაში ამ თვალსაზრისით? ანუ რა პროდუქციას ქმნიდა ეკონომიაში მცირე და საშუალო ბიზნესი?

თუ დავაკვირდებით ვითარებას, 2014 წლამდე მხოლოდ 20%-ით მონაწილეობდა მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის შექმნაში. 80% ეკავა მსხვილ ბიზნესს, რაც აჩენდა კითხვებს მონოპოლიებთან დაკავშირებით, როდესაც სუსტი იყო კონკურენცია. მაგალითისთვის, როდესაც საწვავის ბაზარზე 5 კომპანია ოპერირებდა. იყო რიგი ბიზნესები, სადაც შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ერთ ან ორ კომპანია ჰქონდა გადანაწილებული ბაზარი. სწორედ აქედან გამომდინარე მშპ-ს 80%  მსხვილი ბიზნესის მიერ იყო შექმნილი.

თუ შევხედავთ 2015 წლის მონაცემებს, ვითარება სტაბილურდება და მცირე და საშუალო ბიზნესის წილი საქართველოს ეკონომიკაში უკვე 58%  იკავებს. ეს არის უკვე ის სტანდარტი, რომელიც საშუალო ევროპული მაჩვენებელია, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკის გამოშვებაში უპირატესია, რაც აჩვენებს, რომ ბაზარზე შესაძლებელია თავისუფალი შესვლა.

რაც შეეხება პანდემიამდელ და ამის შემდგომ პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის როლი მაღალია ეკონომიკის შექმნის ნაწილში და 2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, თითქმის 60%-ია.

გაუმჯობესების წყაროა თავისუფალი კონკურენცია, როცა შესაძლებელია ბაზარზე თავისუფალი შესვლა, როცა ადამიანებს აქვთ საშუალება მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობის დაწყების. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პროგრამები, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის მიმართულებით.

მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ ნაწილში ხშირად გვისაუბრია ამ თემებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ კონკურენციის პირობებში შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანებმა თვითონ შექმნან საკუთარი ბიზნესი და თვითონ იყვნენ დამსაქმებლები, ეს არის სწორი ფორმა ეკონომიკის განვითარების ნაწილში და უთანასწორობა მხოლოდ ამიტომ ხასიათდება კლების ტენდენციით. დაანონსებული პროგრამებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის როლი, სიძლიერე და მდგრადობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები