დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპოჯორჯია, უძრავი ქონების მასშტაბურ კვირეულს მასპინძლობს

ექსპოჯორჯია, უძრავი ქონების მასშტაბურ კვირეულს მასპინძლობს

2023-04-28 09:48:25

დღეს, ექსპოჯორჯიაში უძრავი ქონების კვირეული იხსნება. 

უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ექსპოჯორჯიას ორგანიზებით და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით ხორციელდება.

კვირეული აერთიენებს ოთხ Ძირითად ღონისძიებას:

• უძრავი ქონების გამოფენა

• სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build

• Nar საერთაშორისო კონფერენცია

• უძრავი ქონების ფორუმი

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს, 11:00 საათზე  ექსპოჯორჯიას (მე 11 პავილიონი) გაიმართება. 

ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ: ექსპოჯორჯიას დირექტორი- რესან ქიქავა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი-ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის ეკონომუკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, პოლონეთის ელჩი-მარიუშ მაშკევიჩი, აშშ-ის რეალტორთა ასოციაციის, პრეზიდენტი-კენი პარსელი, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი-ვაჟა მებაღიშვილი. 

უძრავი ქონების გამოფენა ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას, Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კვირეული საინტერესოა საცალო დამთვალიერებლისთვისაც, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების თითქმის ყველა შეთავაზებას და ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით/ფასდაკლებებით.

მონაწილეობას იღებს 40 ზე მეტი დეველოპერული კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ 70 მდე საერთაშორისო საბროკერო კომპანიას.

Caucasus Build გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, 2023 წლის 28-30 აპრილს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება.

მრავალი წელია გამოფენა წარმატებით აკავშირებს ერთმანეთს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. წელს ღონისძიება უკვე ოცდამერვედ შეკრებს მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს. მონაიწლეობას იღებს 110 კომპანია 7 ქვეყნიდან.

სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიის ტრენდები რემონტითა და მშენებლობით დაინტერესებულ კერძო პირებს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი.

Nar საერთაშორისო კონფერენცია რეალტორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით და ექსპოჯორჯიას თანაორგანიზებით წელს თბილისში გაიმართება.

ეს არის მთავარი რეგიონალური პლატფორმა უძრავი ქონების ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეებისთვის. ღონისძიებას 70 ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება 15 ქვეყნიდან.

მათ შორის აშშ-ს და ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტები.

პარალელურად სამი დღის განმავლობაში გაიმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა და პანელური დისკუსია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები