დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის ბაზარზე ექპორტისთვის ვემზადებით - საბავშვო ბრენდი „ჰენდიკრაფტი“

ევროპის ბაზარზე ექპორტისთვის ვემზადებით - საბავშვო ბრენდი „ჰენდიკრაფტი“

2023-05-02 09:15:23

საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია „ჰენდიკრაფტი“ ევროპის ბაზარზე ექსპორტისთვის ემზადება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამარ კობახიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, 2023 წლის იანვარში, გერმანიაში სათამაშოების გამოფენაზე მონაწილეობისას, პოტენციურმა პარტნიორებმა „ჰენდიკრაფტთან" თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რასაც რეალურად ახლა ეყრება საფუძველი.

ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მაქსიმუმ, წლის ბოლომდე , „ჰენდიკრაფტი" ექსპორტს გერმანიაში დაიწყებს.

„გერმანიაში, როგორც „აწარმოე საქართველოშო" პროგრამის ბენეფიციარმა, სათამაშოების გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. სულ ცხრა ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი და ჩვენ ტექსტილის მიმართულებით ერთადერთი ვიყავით.

დიდი ინტერესი გამოიწვია ,,ჰენდიკრაფტის" სამაგიდო თამაშებმა ტექსტილის ხაზით. ახალი კავშირები დავამყარეთ პოტენციურ პარტნიორებთან, ახლა მოლაპარაკების ეტაპზე ვართ. მათ თავიანთი მოთხოვნა აქვთ. ვფიქრობთ, შეთანხმებას მივაღწევთ, ვაზუსტებთ დეტალებს. ვცდილობთ, რომ ევროპის ბაზარზე შევძლოთ ექსპორტი, რაც ამ დროისთვის კომპანიის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა", - ამბობს თამარ კობახიძე.

ამ ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც არის Amazon-ი, სადაც „ჰენდიკრაფტის" ერთ-ერთი პროდუქტი იყიდება.

„ხანგრძლივი პროცესი გავიარეთ, რადგან ამერიკულ ბაზარზე მოსახვედრად სპეციალური სერტიფიცირება არის საჭირო. ვმუშაობთ მეორე პროდუქტის განთავსებისთვის, როგორიცაა ,,განმავითარებელი წიგნები", რომელიც ტექსტილის 100%-იანი ბამბის ქსოვილისგან და ქართული ანტიალერგიული თექისგან მზადდება.

ჩვენს მიერ გამოყენებული ყველა ქსოვილი ეკოლოგიურია, უსაფრთხო, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებსა და სრულად პასუხობს ევროპისა და განვითარებული ბაზრების სტანდარტს", - აცხადებს თამარ კობახიძე.

გარდა ამისა, ფართოვდება „ჰენდიკრაფტის" ასორტიმენტიც და გაყიდვებს უკვე დაემატება საბავშვო ტანსაცმლის მიმართულება, სადაც აქცენტი ასევე ბუნებრივ ქსოვილებზე გაკეთდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები