დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივნისიდან წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 25 000 ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი - ასოციაცია

ივნისიდან წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 25 000 ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი - ასოციაცია

2023-07-27 13:18:08

რუსული ხორბლის ფასთან ერთად ლოგისტიკური ხარჯებიც დაბალია, რაც საქართველოში ფქვილის და ხორბლის იმპორტის ფასების კლებას განაპირობებს. როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასები ცვალებადია.

ბოლო დროს ხორბლის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებზე და წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობაზე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მორიგ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივნისიდან წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 25 000 ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი, რაც ყოველწლიურ საშუალო მაჩვენებელზე მეტია.

„მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების და ფერმერებისათვის განმარტებული იქნას როგორც ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესი, ასევე საკითხები რატომ არის საქართველოში სრულიად საპირისპირო ფასების მსოფლიო ბირჟებისაგან განსხვავებით, რადგან სწორედ აღნიშნული ფასებით ყალიბდება მათ შორის ქართული ხორბლის შესასყიდი ფასები.

1. ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესი

- დღეს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ წარმოებული ფქვილი, ქართული ხორბლის ჩაბარებასთან ერთად ხორციელდება ხორბლის იმპორტი.

2023 წლის ივნისიდან წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 25 000 ტონაზე მეტი ქართული სასურსათო (საწისქვილე) ხორბალი, რაც ყოველწლიურ საშუალო მაჩვენებელზე მეტია, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღება ჩაბარება ქვემო და შიდა ქართლში .

მოცემული პირობებში, დღეს იმპორტირებული მე-3 კლასის სასურსათო ხორბლის ფასია 70 თეთრი/კგ (59 თეთრი დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, რადგან ქართული ხორბალი განთავისუფლებულია დღგ-დან 59 თეთრის ფასებზე ფორმირდება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვის ფასი, რაც განაპირობებს წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილის ფასს - 47-48 ლარი/ტომარა.

ფასზე კრიტიკულ წნეხს ახდენს იმპორტირებული ფქვილის შემოტანის მზარდი დინამიკა, მკვეთრად შემცირებული ფასით - 45 ლარი/ტომარა (შემდგომი კლების ტენდენციით).

2. ჩიკაგოს და პარიზის ბირჟებზე ფასების ზრდის მიზეზები

- ხორბლის ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა - რუსეთის გამოსვლამ „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმებიდან, უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურის დაზიანებამ, რუსეთის მხარის განცხადებამ, რომ ნებისმიერი გემი შემავალი უკრაინის პორტებში განიხილება როგორც სამხედრო დანიშნულების და განადგურდება, უკრაინის მხარის საპასუხო განცხადებამ, რომ რუსეთის პორტებში შემავალი ნებისმიერი გემი ჩაითვლება სამხედრო ტვირთების გადამტანად და შესაბამისად განადგურდება სერიოზულად გაზარდა შავი ზღვით ტვირთების, მათ შორის ხორბლის გადაზიდვების რისკები.

ამ რისკებიდან გამომდინარე შავი ზღვაზე გემების მიმოსვლა უკრაინის და რუსული საზღვაო აკვატორიაში სერიოზულად შეფერხებულია. უპრეცედენტოდ გაზრდილია ლოჯისტიკა (ტრანსპორტირების ფასი) მათ შორის რუსეთის პორტებიდან, სრულიად გაჩერებულია უკრაინის პორტები, ასევე სერიოზულად გაზრდილია ტვირთის დაზღვევის ფასები. ნაწილი ტვირთები გადართულია რუმინეთის პორტების, აგრეთვე მდინარე დუნაის მიმართულებით და ევროპის სატრანზიტო დერეფანზე თუმცა გაზრდილი ფასებით.

სწორედ შავი ზღვით გადაზიდვებში არსებული გაურკვევლობა არის ამერიკის და ევროპის ბირჟებზე ფასების რეკორდული ზრდის მიზეზი.

3. საქართველოში ხორბლის და ფქვილის ფასების კლების მიზეზები

- შავი ზღვაზე გაზრდილმა რისკებმა შეზღუდა ზღვით ხორბლის გატანის რაოდენობა, აგრეთვე შარშანდელი წლის რუსეთში დარჩენილი საექსპორტო გაუყიდავი ხორბალმა, რომელსაც ემეტება ამჟამად მიმდინარე მოსავლის აღების პერიოდი და ახალი საექსპორტო რაოდენობა, რუსული რუბლის გაუფასურებამ - ზეწოლა მოახდინა რუსეთის შიგნოთ ხორბლის საექსპორტო რაოდენობის მოცულობის ზრდაზე.

რადგან აღნიშნული ხორბლის საპროგნოზო რაოდენობა ვერ გადის ზღვით რაც მთავარი საექსპორტო ლოჯისტიკური მიმართულებაა, ჭარბი რაოდენობა აწვება რუსეთის შიდა ბაზარს და ფასების კლებას იწვევს შიდა ბაზარზე და სახმელეთო საექსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით, სადაც შავი ზღვისაგან განსხვავებით რისკები არ არსებობს, შესაბამისად ხორბლის ფასთან ერთად ლოგისტიკური ხარჯებიც დაბალია, რაც უპირველეს ყოვლისა ფქვილის და ხორბლის იმპორტის ფასების კლების მიმართულებით აისახება უპირველესად საქართველოს მიმართულებით.

იგივე ტენდენციები ვითარდება სხვადასხვა დოზით - კავკასიის სხვა ქვეყნების, ასევე ირანის, შუა და წინა აზიის ქვეყნებში, რომელთა ლოგისტიკა რუსეთიდან ხორბლის სახმელეთო ტრანსპორტირებასთანაა დაკავშირებული .

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იღებს სრულად ჩაიბაროს ქართული ხორბლის მოსავალი შესაბამისი ხარისხიდან გამომდინარე შესაბამის ფასად, მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით“,- აღნიშნულია  საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.

დაინტერესებული ფერმერებისათვის კიდევ ერთხელ ქვეყნდება სია და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ფერმერებს შეუძლიათ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება წისქვილკომბინატებთან :

ბევრილი ჯგუფი თბილისი 595180044

ჯეომილი თბილისი 577 96 77 77

გლობალმილინგი თბილისი 598244442

აგროექსპორტი თბილისი 555 758584

ბარაქა თბილისი 579777710

გვრიტა თბილისი 599505652

პროგრესი რუსთავი 599 55 47 32, 574110921

აგროსისტემები მარნეული 577 47 81 81

ჯეო გრეინი მარნეული 599000222

კარმენი 599142499

ქართული მარცვალი გორი 511537553

გვანცა გორი 599321441

წნორის წისქვილი 599 908391

ოქროს თავთავი წნორი

-წნორი ს ელევატორი - 591336370

დედოფლისწყაროს ელევატორი - 595180044

შპს წნორი 597982898

ზესტაფონი 557301030

ბეღელი სენაკი ~ 579777710

ლიდერი ქუთაისი ~ 592960396

ცერერა ზუგდიდი ~ 599 14 80 55

ბევრილი ჯგუფი ფოთი ~ 595180044

გურიაექსპრესი ოზურგეთი ~ 599 55 09 21

ბარაქა 2005 -ბათუმი ~ 577412430.,577178300

იმპერიალი -ბათუმი 577 27 11 11

ნაშ 3 ბათუმი 577426101

ურეხი ბათუმი 599 586 444

სამსუნი ბათუმი 593 63 70 50,555 33 01 04, 790 60 15

ორცვა ბათუმი 599520899

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები