დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იზრდება ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები, შესაძლოა, შოურუმიც გავხსნათ - „ქართული კერამიკა“

იზრდება ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები, შესაძლოა, შოურუმიც გავხსნათ - „ქართული კერამიკა“

2024-03-29 17:00:00

„ქართული კერამიკის“ ნაწარმზე წლიდან-წლამდე მოთხოვნა იზრდება, რამაც საცალო ბაზარზე გასვლისკენ გვიბიძგა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ონლაინ მაღაზია „ქართული კერამიკის“ დამფუძნებელმა თეონა თხილიშვილმა განუცხადა.

„კერამიკის არჩევანი დიდია. ძირითადად ქართული ტრადიციული სასმისები იქმნება. აქცენტი გაკეთებულია ღვინის ჭურჭელზე. 100%-ით ქართული თიხისგან მზადდება. ვთანამშრომლობთ ღვინის კომპანიებთან და ჩვენს პროდუქციას მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ქართული ტრადიციული სასმისები საწარმოდან ადგილობრივ ბაზაზე იყიდება. ღვინის კომპანიები თანამშრომლობენ, ასხამენ ღვინოს და გააქვთ ექსპორტზე. ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ჩვენს ნაწარმზე მოთხოვნა გაიზარდა“, - ამბობს თეონა თხილიშვილ.

მისი თქმით, „ქართულმა კერამიკამ“ საცალო გაყიდვები 4 წლის წინ დაიწყო. ნაწარმს ჰყიდიან ონლაინ და კურიერის მეშვეობით აწვდიან მომხმარებელს.

„ინტერესი და ცნობადობა გაიზარდა. მუდმივი მომხმარებლები გვყავს, მოთხოვნა დიდია. ყოველდღიური შეკვეთები გვაქვს. დავამატეთ სასაჩუქრე ყუთი, რომლის შესავსებადაც სასაჩუქრე ნაკრებს თავად მომხმარებელი არჩევს. ჩვენი ნაწარმი პოპულარულია ტურისტებში, ასევე ქართველი ემიგრანტები უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან. მაქვს საჩუქრის გაგზავნის სერვისიც. მოთხოვნისა და ბრენდის ცნობადობის ზრდის ფონზე, სამომავლოდ ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას“, - ამბობს ონლაინ მაღაზია „ქართული კერამიკის“ დამფუძნებელი.

„ქართული კერამიკის“ საწარმო 25 წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც ძირითადად კორპორაციულ შეკვეთებზე მუშაობდა, შემდეგ კი საცალო ბაზარზე გავიდნენ. საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები