საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 51.81 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.60%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.98%-ით მეტი). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 706.91 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.78%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 607.05 მლნ ლარით, ანუ 2.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.41%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით).
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.60% შეადგინა.
უახლესი
4 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს10 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს11 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს11 საათის წინ
საქართველოში კივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ირანია12 საათის წინ
ქართული ჩაის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია12 საათის წინ
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახდენს