დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული არაქისის კარაქის ბრენდი Snacky გაყიდვებს ზრდის და კახეთში მიწის თხილის წარმოებას გეგმავს

ქართული არაქისის კარაქის ბრენდი Snacky გაყიდვებს ზრდის და კახეთში მიწის თხილის წარმოებას გეგმავს

2024-04-05 14:05:00

500-ლარიანი კაპიტალით დაწყებულმა ბიზნესმა გაამართლა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Snacky - Peanut Butter-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განუცხადა.

„500 ლარით ვიყიდეთ საბრუნავი, პატარა ბლენდერი და დავიწყეთ არაქისის კარაქის დამზადება. თუმცა გზადაგზა ახალი ინვესტიციები დაგვჭირდა. ახლა მზარდ ბიზნესში დაახლოებით 500 ათასი ლარია ინვესტირებული. ეს არის პირადი თანხა და ბანკის სესხი“, - ამბობს ზური სამოილენკო.

კომპანია მესამე წელია ბაზარზე ოპერირებს. როგორც დამფუძნებელი ამბობს, პროდუქტზე მოთხოვნა თვიდან-თვემდე იზრდება.

„მიწის თხილის სნექს 1 კილოგრამიანი და 400 გრამიანი მინის ქილებით ვყიდით. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ხარისხი და ფასი. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია, დანამატების გარეშე. Snacky ონლაინ იყიდება, თუმცა აუთვისეთ ქსელური მაღაზიები „ფრესკო“, „ევროპროდუქტი“ და ნიკორა“. სხვა ქსელებში შესვლა საკმაოდ რთულია და მოლაპარაკების პროცესი ხანგრძლივია“, - ამბობს ზური სამოილენკო.

Snacky - Peanut Butter-ის წარმადობა და გაყიდვები თვეში 6 ტონას შეადგენს. კომპანია ბიზნესს აფართოებს და გეგმავს, რომ თბილისში 2024 წელს 1500-მდე მარკეტში იყოს წარმოდგენილი. ასევე კომპანია, საკუთარი სანედლეულო ბაზის შექმნასაც გეგმავს. ამ დროისთვის მიწის თხილის Snacky ბრაზილიიდან იმპორტირებული მიწის თხილით მზადდება.

როგორც ზური სამოილენკო ამბობს, საქართველოში დაახლოებით 2 ტონა მიწის თხილი იწარმოება, რაც მათი წარმადობისთვის საკმაოდ მცირე მოცულობაა.

„ვგეგმავთ, რომ საკუთარი სანედლეულო ბაზა შევქმნათ და მიწის თხილი მოვიყვანოთ. ინვესტირებას ვგეგმავთ და წარმოებისთვის კახეთის რეგიონი შევარჩიეთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიის საწარმო თბილისშიმდებარეობს და 11 ადამიანს ასაქმებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები