დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ლუდის TOP 3 ექსპორტიორი კომპანია წლების მიხედვით

ქართული ლუდის TOP 3 ექსპორტიორი კომპანია წლების მიხედვით

2023-04-29 14:01:32

 

ბოლო წლებში საქართველოში ლუდის წარმოებისა და ექსპორტის ბაზარი მზარდია.

Business Insider Georgia-მ საქსტატიდან „ლუდის ტოპ-3 ექსპორტიორი“ კომპანიის მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც  2022 წელს ლუდის ექსპორტის ბაზარზე შემდეგი ლიდერი კომპანიები გამოიკვეთა: 

  • სს ლომისი,
  • შპს გლობალ ბიერ ჯორჯიალუდი
  • შპს გლობალ ტრეიდი.

2021 წლის სტატისტიკით კი ლიდერი ლიდერი ექსპორტიორი კომპანიებია:

  • სს ლომისი;
  • შპს ბურგალა+;
  • შპს გლობალ ტრეიდი.

რაც შეეხება 2020 წლის სტატისტიკას ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:

  • სს ქართული ლუდის კომპანია;
  • შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო;
  • შპს ჯიბე. 

2019 წელს კი საქართველოდან ლუდის ექსპორტის ლიდერები არიან:

  • სს ლომისი;
  • სს ქართული ლუდის კომპანია;
  •  შპს საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან 4,796.73 ათასი დოლარის ღირებულების 5,082.73 ტონა ლუდის ექსპორტი დაფიქსირდა, 2021 წელს კი  ექსპორტზე 2,619.79 ათასი დოლარის ღირებულების 3,075.18 ტონა ლუდი გავიდა.

შესაბამისად ღირებულებით ნაწილში ზრდა 83%-ია, ხოლო მოცულობით ნაწილში 65%-იანი ზრდა.

2022 წელს ლუდის ექსპორტი 30 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ყაზახეთში.

არსებული მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 27%-ი  სწორედ ყაზახეთში გადაიზიდა. საქართველოში წარმოებული ლუდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ჩინეთი, ხოლო მესამეზე რუსეთში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები