დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვალიდან, გუდაურისა და კობის საბაგიროების ტარიფები მცირდება

ხვალიდან, გუდაურისა და კობის საბაგიროების ტარიფები მცირდება

2023-03-31 14:00:36

ზამთრის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, გუდაურისა და კობის საბაგიროებით სარგებლობის ტარიფები მცირდება. როგორც კომპანია „ემ.თი.ეი“-ში განმარტავენ, 1-ლი აპრილიდან, მომხმარებლებს აბონემენტის შემცირებული ფასებით შეეძლებათ, როგორც გუდაურისა და კობის საბაგიროებით სარგებლობა.
„გუდაურში დღეს თოვს და სეზონი გრძელდება“, - აცხადებენ კომპანიაში.

განახლებული სატარიფო პოლიტიკის მიხედვი, გუდაურის საბაგიროს მეშვეობით ერთჯერადი ასვლა 10 ლარი ეღირება.

შეგახსენებთ, რომ ემ.თი.ეი გუდაური ეკუთვნის მთის ტრასების სააგენტოს, რომელიც მართავს საქართველოს სამთო კურორტების – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სპორტულ-რეკრეაციულ არეალს.

კომპანიის ძირითადი ფუნქცია სათხილამურო ტრასების მოწყობა და მართვაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები