დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქობულეთში, ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური სპა-ცენტრი აშენდება

ქობულეთში, ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური სპა-ცენტრი აშენდება

2023-05-02 16:40:13

აჭარაში საინვესტიციო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ორინიშნა იქნება. 

2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბრუნვა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ითაა გაზრდილი. 

ეკონომიკური აქტივობის ფონზე, ქობულეთში მწვანე ქალაქის პროექტის რეალიზება დაწყებულია.

როგორც Business Insider Georgia-თან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, „მწვანე ქალაქში“ ერთი პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაიცა.

„მწვანე ქალაქის“ პროექტზე მუშაობა პანდემიას დაემთხვა. დღეის მდგომარეობით მუშაობენ გეგმარებით დოკუმენტზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეულ ლოკაციაზე უკვე არსებობს პროექტის სამშენებლო ნებართვა და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს დაიწყება გარკვეული აქტივობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დაანონსებული გეგმის მიხედვით, მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობაში კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს და პროექტის რეალიზება აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გარდაქმნას უზრუნველყოფს.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი 180 ჰექტარზე გაშენდება. მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება. პროექტში გათვალისწინებულია: გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთსა და მთლიანად რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250- ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში, სხვადასხვა ტიპის ობიექტები.

პროექტს „გრინ რეზორთი“ კომპანია „ელ & ერ-თან“ პარტნიორობით განახორციელებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები