დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მითები და ფაქტები საქართველოს ეკონომიკაზე | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

მითები და ფაქტები საქართველოს ეკონომიკაზე | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

2023-04-15 00:40:00

საინტერესო ქვეყანა ვართ - შეგვიძლია დავაბრალოთ ვინმეს რამე, მაგრამ თუ ვინმე მართალი აღმოჩნდა მერე აღარ ვუარყოთ ის რაც დავაბრალეთ. აქ ამ მოსაზრებაში რამდენადაც არ უნდა ვეცადო დავწერო მხოლოდ ეკონომიკაზე პოლიტიკურ მდგენელეს აშკარად ვერ გავექცევი. შესაბამისად, ჩემი პროფესიისაგან განსხვავებით ვეცდები ნაკლები ციფრებით ვისაუბრო და უფრო ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება. თუმცა, ამასთან ნებისმიერი ფაქტი და/ან მტკიცება ჩემი მხრიდან ციფრებით მარტივად გადმოწმდება ამიტომ ვერ მოვიტყუები.

თემა 1. 2021 დეკემბრის თვეში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ვესწრებოდი, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი კობა გვენეტაძე გამოდიდიოდა. დიდად არ შევალ სხდომის პერიპეტიებში (ძალზედ არაკვალიფიციური კითხვები კი იყო ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან და სულ მაინტერესებდა ეკონომიკაზე ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეს თუ წაიკითხეს) თუმცა, ჯამში სხდომაზე ერთ-ერთი უმთავრესი განხილვის თემა სწორედ ინფლაცია იყო. ძალიან კარგად მახსოვს ყველა პროგნოზირებდა (გარდა ვისაც პროგნოზი არ უნდოდა) ინფლაციის შემცირებას 2022-დან, თუმცა ამავდროულად ყველა ვთანხმდებოდით პოტენციური გარე რისკების ალბათობაზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გარეშე შესაძლოა მომხდარიყო, ძირითად მაგალითად კი პანდემია სახელდებოდა. 2022 თებერვლის ბოლოს კი მოხდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ვითარება, რომელმაც არ მხოლოდ საქართელოს არამედ მთელი მსოფლიოს მდგომარეობა შეცვალა. ძალიან მარტივად, ინფლაციის არა თუ შემცირებაზე გაიმართა მსჯელობა, არამედ რისკებზე, რათა უფრო მაღალი ინფლაცია არ მიგვეღო ანუ ე.წ. „ისტორიული მაქსიმუმი“. ამასობაში, კურსმა წმინდა პანიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია. ბევრს ვამტკიცებთდით, რომ კურსის ასეთი სწრაფი ვარდნის წილი პანიკური იყო და არა ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული თუმცა ამაოდ. კვლავ იყვნენ „ექსპერტები“, რომლებიც საუბრობდნენ, რომ ეს ყოველივე ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის ბრალი იყო. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნააზრევის მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის დაცვა არ არის, ვინაიდან, რა საჭიროა ჩემი დაცვა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და უპირატესად საერთაშორისო სავალუტო ფონდი სწორედ ერვოვნული ბანკის სწორ პოლიტიკას უსვავდა ხაზს. უბრალოდ, დამაინტერესა სად გაქრნენ კრიტიკოსები, რომლებიც მაღალ კურსს საქართველოს ეროვნულ ბანკს აბრალებნენ? ხომ არ დაკვირვებიან შემდგომში კურსის გამყარებას? ახლა ხომ არ უნახავთ როგორია კურსი?

თემა 2. ინფლაცია რომ არ გამოგვჩეს: დიახ, ძალიან მაღალი ინფლაცია მივიღეთ 2022 წელს, ინფლაცია, რომელიც რთულად გადასატანი იყო საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. მანამდე „ექსპერტები“ გვიმტკიცებდნენ, რომ ინფლაცია ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული თუმცა როდესაც ლარი გამყარდა და ინფლაცია კვლავ მაღალი იყო მაშინ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე? ოდესმე ხომ უნდა ვაღიაროთ ეკონომიკაში მარტივი ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ინფლაციასა და კურსის გაუფასურებას შორის. ამასთან, ქვეყნის შიგნით ინფლაციაზე საუბრისას შემთხვევით ერთ-ორ უცხოურ სტატიას რომ გავეცნოთ ნუ სათაურებს მაინც ხომ უნდა ვნახოთ, გლობალური ინფლაცია როგორი იყო? ხომ უნდა ვნახოთ სხვა ქვეყნებში ინფლაცია რადიკალურად მაღალი იყო ვიდრე საქართველოში? და სწრაფადვე გაჩნდა შემდეგი „მიგნება“ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა და/ან არ შეამცირა (ეს შემდეგში) და ეს როგორ შეიძლება. ამ შემთხვევაშიც ხომ უნდა დავუკვირდეთ თუ ვრცელ განცხადებებს არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თვითერზე არსებულ მოწოდებებს, რომ საჭიროა ცენტრალურმა ბანკებმა გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები? და გაჩნდა კიდევ ერთი აზრი - ეს ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. ისე აქ ეკონომიკიდან კიდევ ერთი თეორიის გაცნობა არ გვაწყენდა, რომელიც საუბრობს კავშირზე უმუშევრობასა და ინფლაციას შორის.

თემა 3. ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსია და საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა იმიტომ გვაქვს, რომ ქვეყანაში ბევრი რუსი შემოვიდა. რუსების შემოსვლა არ შემოსვლა ყველას პირადი დამოკიდებულების საკითხია, ჩემი შეხედულება ამაზე ცხადზე ცხადი და საჯაროა, თუმცა რას ვამტკიცებთ, რომ ე.წ. „ტურისტების“ ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ტრანზაქციების ნაწილზე შეგვიძლია ცალკე ვიმსჯელოთ მაგრამ მანამდე იქნებ მოვიკითხოთ ტურიზმის წილი რამდენია ეკონომიკაში?

ვეცდები მეტი არ გავაგრძელო მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა როგორც არასოდეს, საქართველოს ესაჭიროება ახალი აქცენტები ახალი გამოწვევების დროს. საქართველოს როგორც არასოდეს ისე ესაჭიროება სასწრაფოდ განსაზღვრა, შემდეგ სამუშაო და არა პროტოკოლური არამედ პირდაპირი კომუნიკაციის გააქტიურება აქცენტირებულად იმ ბიზნეს კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვან რომელი ასრულებდნენ ქვეყანაში შემდგომი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, საჭიროა ახალი სტრატეგია, მინიმუმ ახალი ოპერატიული მიზნები. საჭიროა პირველ ეტაპზე კომუნიკაცია მოქმედ ინვესტორებთან (ცხადია არა სანქცირებულ ან არა პოტენციურად სანქცირებულებთან) რათა გავაძლიეროთ ნდობა და თავიდან  ავირიდოთ ქვეყნიდან კაპიტალის შემდგომიგადინება; მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არსებული გამოწვევების ფონზე სასწრაფოდ დაიწყოს ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაციის ახალი .. "საგზაო რუკის" ფორმირება, რომლის მთავარი პრინციპიც რუსეთზე ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემცირება იქნება. ახლა ამისათვის უბრალოდ საჭიროება კი არაა, იდეალური დრო და შესაძლებლობაა. და ბოლოს, საჭიროა ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, ყოველთვის მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, ეკონომიკური ზრდის საუკეთესო განმარტება საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერმა ჟვანიამ თქვა, რომ ეკონომიკის ზრდას, ადამიანი მაშინ იგრძნობდა საკუთარ თავზე, როდესაც საკუთარი მაცივრის კარს გამოღებდა.

გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები