დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მჯერა, რომ ბიჭები დღეს გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ -  ირაკლი კობახიძე

მჯერა, რომ ბიჭები დღეს გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ - ირაკლი კობახიძე

2024-03-26 10:43:00

მჯერა, რომ ბიჭები დღეს გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს და სჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს.

„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია.

არასოდეს დაგვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენენ ოცნებას და ახალ 13 მაისს გვაჩუქებენ. ახლა, ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ გამარჯვებაში ბიჭები სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები