დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას გლობალური ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის - ავთანდილ კასრაძე

მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას გლობალური ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის - ავთანდილ კასრაძე

2023-02-19 00:31:34

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განმარტებით, ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემების განვითარება აქტიურად გრძელდება - სახელმწიფოს დონეზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მეტი ინოვაციური სტარტაპი  დაფინანსდეს და ასევე, ამ სტარტაპებმა მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეძლონ.

 „საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყანაში ბევრი ინოვაციური სტარტაპი შეიქმნას".

GITA-ს ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას გლობალური ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიო დონის აქსელერაციის პროგრამა ქვეყანაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სტარტაპებისს გადამზადება  და გაყვანა საერთაშორისო ბაზარზე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.  

მასშტაბური გადამზადების პროგრამები, რომელიც IT ინდუსტრიაში მიმდინარეობს უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, რომ ქართველებმა ქვეყნიდან გაუსვლელად იმუშაონ საერთაშორისო დონის კომპანიებში და მიიღონ მაღალი და ღირსეული ანაზღაურება“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

უახლესი

37 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები