დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი ძვირდება, საქართველოში საწვავი

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი ძვირდება, საქართველოში საწვავი

2023-09-18 16:00:32

მსოფლიოში ნავთობის გაძვირება გრძელდება. Brent-ის ნოემბრის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0,65 დოლარით (0,69%) გაიზარდა და ბარელზე 94,58 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 0,23 დოლარით (0,25%) გაიზარდა და ბარელზე 93,93 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაში გაიზარდა 0,62 აშშ დოლარით (0,68%) და ბარელზე 91,39 აშშ დოლარი გახდა.

15 სექტემბერს ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ოქტომბრის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 0,61 დოლარით (0,68%) გაიზარდა და მისმა ფასმა ბარელზე 90,77 აშშ დოლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ გასული კვირის ბოლოს Brent-ის ნავთობის ფასი 3,62%-ით გაიზარდა, WTI - 3,73%-ით.

რა მდგომარეობაა საქართველოს ბაზარზე, რა ღირს საცალო ქსელში ნავთობპროდუქტები:

„ვისოლი“

3.73 ლარი - ეკო სუპერი

3.13 ლარი - ეკო პრემიუმი

3.24 ლარი - ეკო დიზელი

3.19 ლარი - ევრო დიზელი

2.89 ლარი - ევრო რეგულარი

3.14 ლარი - დიზელ ენერჯი

1.64 ლარი - ვისოლ გაზი

„ლუკოილი“

3.67 - ლარი Super Ecto

3.03 ლარი - Premium Avangard

2.80 - ლარი - Euro Regular

3.10 - ლარი - Euro Diesel

„რომპეტროლი“

3.70 ლარი  - Efix სუპერი

3.10 ლარი - Efix ევრო პრემიუმი

2.88 ლარი - ევრო რეგულარი

3.20 ლარი Efix ევრო დიზელი

3.15 ლარი ევრო დიზელი

„სოკარი“

3.70  ლარი - ნანო სუპერი

3.11 ლარი - ნანო პრემიუმი

2.86 ლარი - ნანო ევრო რეგულარი

3.10 ლარი - ევრო 5 დიზელი

3.17 ლარი - ნანო ევრო 5 დიზელი

1.80 ლარი - თხევადი გაზი (LPG)

1.60 ლარი - CNG ბუნებრივი აირი

დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი კიდევ საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო ბოლო 2 კვირის მონაცემებით კი საშუალოდ 10-15 თეთრით არის მომატებული. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები