დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მცირე და საშუალო ბიზნესს კადრების დეფიციტის შესავსებლად შესაძლოა, იაფი მუშახელის შემოყვანა უცხოეთიდან დასჭირდეს - მიხეილ ჭელიძე

მცირე და საშუალო ბიზნესს კადრების დეფიციტის შესავსებლად შესაძლოა, იაფი მუშახელის შემოყვანა უცხოეთიდან დასჭირდეს - მიხეილ ჭელიძე

2023-02-19 00:02:52

მცირე და საშუალო ბიზნესმა პანდემიური პრობლემა იმდენად დაძლია, რომ 2019-მდელი მაჩვენებლები გაიუმჯობესა და ზოგიერთ კატეგორიაზე გაასწრო კიდეც. თუმცა კადრების სიმცირე აშკარად შესამჩნევია, რაც გამოწვევად რჩება.

„მცირე და საშუალო ბიზნეს- ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე პრობლემას მოსახლეობის გადინებას უკავშირებს.

თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ პანდემიურ პერიოდში პირიქით მოხდა და ბევრი ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა, რამაც ბიზნესის გააქტიურება გამოიწვია.

„ბიზნესი დღეს ნორმალურ მდგომარეობაშია, თამამად შეიძლება თქმა, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს დაეწია, ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, როგორიც სამშენებლო სექტორია, 2019 წლის მონაცემს გაასწრო კიდეც. ეს ლოგიკურიცაა, პანდემიის გამო მიგრაციული პროცესის გააქტიურებამ ამ მხრივ კარგი ეფექტი იქონია, ადამიანების მსყიდველუნარიანობა გაიზარდა, გამოცოცხლდა ეკონომიკის რამდენიმე დარგი.

მართალია, სამშენებლო ბიზნესის საქმიანობა ისედაც არ იყო პასიური, მაგრამ მკვეთრად გაიუმჯობესა პოზიციები. მათ შორის სამშენებლო სფეროზე პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სფეროები - სამშენებლო მასალები, ავეჯის წარმოება და სხვა, რომლებიც ბაზარზე დაწინაურდნენ. თუმცა პრობლემად რჩება კადრები, რის შესავსებლად შეიძლება იაფი მუშახელის შემოყვანა გახდეს საჭირო", - ამბობს მიხეილ ჭელიძე Business Insider Georgia- სთან.

ჭელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კადრების დეფიციტის შევსება აზიისა და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების ხარჯზე მოხდეს, სადაც საქართველოზე მძიმე შრომითი პირობები და ცხოვრების დაბალი დონეა.

„ტენდენცია ფაქტობრივად დაწყებულია, არ დაგვავიწყდეს, რომ მაგისტრალურ მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა უცხოელი დაქირავებულები არიან, სამომავლოდ იგივე ზომებს მიმართავს მცირე და საშუალო ბიზნესიც.

მთავარია, რომ ეკონომიკა გაიზარდა და შესაბამისად, მუშახელზე მოთხოვნა მატულობს. დეფიციტის შევსება შესაძლოა, მოხდეს აზიისა და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების ხარჯზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი დეფიციტურია, ხელფასებიც თანდათან გაიზარდა, გააჩნია კომპეტენციასაც, პროფესიონალ ადამიანს საქართველოში, თუ ის კადრია და იცის საქმე, დასაქმება არ უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს, ბიზნესის სფეროში კადრებზე მაღალი მოთხოვნაა", - დასძენს ჭელიძე.

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დადებითი ტრენდის მიუხედავად, სექტორში გამოწვევად რჩება მიგრაცია, შრომითი ურთიერთობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები