დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პოპულიზმის ეკონომიკა | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

პოპულიზმის ეკონომიკა | გიორგი აბაშიშვილის ედიტორიალი

2023-07-10 09:42:00

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებზე და პერსპექტივებზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს. შეუძლებელია (და ვინც ამას ეცდება მინიმუმ დილეტანტია) ერთ სტატიასა თუ მოსაზრებაში ყველა პრობლემურ საკითხზე იასაუბრო, მით უმეტეს ამომწურავად. შესაბამისად, ახალი ედიტორიალი ერთ განცალკევებულ საკითხს „პოპულიზმის ეკონომიკას“ შეეხება, ამასთან წინა ედიტორიალის მსგავსად, ვეცდებით კვლავ ავირიდოთ თავიდან ციფრები და უბრალოდ, ფაქტებს მივყვეთ.

 

1. ეკონიმიკური პოპულიზმის დასაწყისი: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქვეყანაში თუ კი რაიმე თემაზე პუპულიზმის პიკს მიგვიღწევია, ალბათ, მაინც ეკონომიკაა პირველ ადგილზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც იყო პოპულარული ეკონომიკური თემები მაგალითად, მითი მხოლოდ ბორჯომი და ღვინის მეშვეობით საქართველოს გადარჩენისა და აყვავების თემაზე; ფაქტობრივად მემკვიდრეობით მოყოლებული - ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვისმენთ ლოზუნგებს თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა და არასოდეს ვუყურებთ, არც არასოდეს ვითხოვთ გეგმებს (თუკი ისინი ბუნებაში არსებობს), რომელიც ამ შედეგამდე მიგვიყვანს.

 

2. მსჯელობის მოლოდინი და პოპულიზმი: „რჩება ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობის კვლავაც მაღალი დონე“ - ეს საქართველოს პრემიერ მინისტრის სიტყვებია, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ანგარიშით წარსდგა და დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართააღნიშნულ სიტყვებს არაერთი კვლევა ადასტურებს და ამ რეალობას როგორც ჩანს, მთავრობა და მთავრობის მეთაური არ გაურბის. ვცადე და მაქსიმალურად დეტალურად გავეცანი ყველა იმ მონაცემსა და ჯამურ ხედვას, რომლიც პრემიერის გამოსვლის დროს ეკონომიკას და ბიზნეს შეეხებოდა. კვლავ არ შევალ ციფრობრივ განხილვაში მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც სწორედ პრემიერისვე დასახელებულ მთავარ გამოწვევას პასუხობს პოზიტიურია (სრული ნდობა მაქვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ამასთან, ყველა ამ მაჩვენებელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ყველაზე კონსერვატიულ შეფასებებშიც კი აღნიშნავენ) და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები კი (თუკი ისინი სწორად განხორციელდა) სრულიად ადექვატური. შესაბამისად, მინდოდა, რომ ეკონომიკაზე კვალიფიციურ დისკუსიაც გვქონოდა პარლამენტში, მინდოდა, რომ ალტერნატიული გეგმა მომესმინა ეკონომიკის განვითარების შესახებ, თუმცა, მხოლოდ მინდოდა... რა მივიღეთ სინამდვილაში: ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საუბრის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოს წევრების მხრიდან კვლავ შემოთავაზებული იქნა ჭარბად პოლიტიკური თემები - კვლავ გადაუხალავი ბარიერი აღმოჩნდა ეკონომიკის თემაზე კვალიფიციურთან მიახლოებული ოპონირება და შესაბამისად, კვლავ ფართო ველი დარჩა პოპულიზმის ეკონომიკისათვის.

 

ხშირად, პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ორგანოდან (და არა მხოლოდ) უყვართ ევროპული პრაქტიკის მოშველიება (რამდენად სწორად ეს სხვა საკითხია) თუმცა, ევროპული პრაქტიკა მათდა სასარგებლოდ, როდესაც უნდათ წარმატებით ავიწყდებათ. სულ მაქვს კითხვა, პარლამენტის წევრების ერთ ნაწილთან: უნახავთ გერმანიის კანცლერის, ბრიტანეთის პრემიერის, ნიდერლანდების პრემიერის, სლოვაკეთის პრემიერის, პოლონეთის პრემიერის და ა.შ. (სია გრძელია) გამოსვლა და შემდგომ მსჯელობა ეკონომიკაზე საკანონმდებლო ორგანოში? თუ კი, მაშინ ასე რთულია, რომ საქართველოშიც იგივე მოვახერხოთ? 

 

3. გაგრძელება იქნება (პუპულიზმის ეკონომიკის) - დღეს, როდესაც უნიკალური შანსი გვაქვს რეალურად ვიქცეთ ევროპისა და აზიის ეკონომიკურ შემაკავშირებლად, რეალურად გვქონდეს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის, რეალურად შევძლოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რელევანტური პარტნიორების ჩართულობით, რეალურად შევძლოთ DCFTA-ის და ყველა მიმართულებით თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალურად გამოყენება ჩვენ კვლავ უფრო მეტი პოპულიზმით ვართ დაკავებულები ვიდრე კვლიფიციური დისკუსიით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ „პოპულარული“ თემები შემოვიტანოთ და ეს მხოლოდ საკონმდებლო ორგანოს არ ეხება. სამწუხაროა, რომ პოზიტიური მოლოდინები პოპულიზმის ეკონომიკის შესაცვლელად ნაკლებია, ვინაიდან „ობიექტური მიზეზი“  - არჩევნები გვიახლოვდება და უკვე ვხედავთ შემდგომ პარლამენტში მოსახვედრად „ყველაფერი მოსულა“ ლოზუნგებს „ახალი პოლიტიკოსების“ მხრიდან: „ბანკები ცუდია“, „ვაჭრობა უნდა შევზღუდოთ“, „ეკონომიკა ჩავკეტოთ“, „ინვესტორებთან ფრთხილად ვიყოთ“ და ა.შ. (სამწუხაროდ სია აქაც გრძელია).

 

და ბოლოს, მინიმუმ სამი მაგალითია ნაცნობი  რომელიც თავისუფალი იყო პოპულიზმის ეკონომიკისგან და შედეგიც დადგა: 1. კოვიდის შემდგომი ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2. ინფლაციის შემცირეაბა/მიმდინარე მაჩვენებელი 3. ეროვნული ვალუტის გამყარება.

 

ცხადია, რეფორმებს (და მათ შორის არაპოპულარულს) გაგრძელება უნდა, მინიმუმ ორი მიზეზით: ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი კვლავ მთავარი  გამოწვევაა, ხოლო ევროპული პერსპექტივა ასევე დამოუკიდებლობის შემდგომ დღეს ყველაზე რეალურია.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები