დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეღირება EURO-2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთები

რა ეღირება EURO-2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთები

2024-04-08 15:55:00

EURO-2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთის ფასები 60 ევროდან 400 ევრომდე ეღირება. ბილეთების გაყიდვები კი UEFA-ს გვერდზე 15 აპრილს დაიწყება 

როგორც GASA-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბილეთის ფასები კატეგორიების მიხედვით: 60 ევრო, 150 ევრო, 200 ევრო და 400 ევრო ეღირება. 

„GASA გირჩევს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე ბილეთები პირდაპირ UEFA-ს გვერდიდან, ყველაზე ბიუჯეტურად შეიძინო.

ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, ჩვენი დროით 13:00-ზე UEFA-ს გვერდზე დაიწყება - EURO2024.COM/TICKETS

მატჩების განრიგი:

საქართველო VS თურქეთი (18 ივნისი, დორტმუნდი)

საქართველო VS ჩეხეთი (22 ივნისი, ჰამბურგი)

საქართველო VS პორტუგალია (26 ივნისი, გელზენკირხენი)

ბილეთების ღირებულება:

III კატეგორია - €60

II კატეგორია - €150

I კატეგორია - €200

პრემიუმ ადგილები - €400“, - განმარტავენ GASA-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები