დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები მოქმედებს მშენებლობის ღირებულების ინდექსზე

რა ფაქტორები მოქმედებს მშენებლობის ღირებულების ინდექსზე

2023-02-23 13:10:06

მშენებლობის ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხელფასები და სამშენებლო მასალებია, მიუხედავად იმისა რომ ტრანსპორტირება და მანქანადანადგარები უფრო მეტად გაძვირდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

სექტემბერთან შედარებით მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებია შემცირებული; თუმცა ის ვერ აკომპენსირებს სხვა ტიპის ხარჯების მაღალ ზრდას და ოქტომბერში ინდექსმა მაქსიმუმს, 108.2-ს მიაღწია;

ინდექსში გამოყენებული წონები ასე ნაწილდება:

სამშენებლო მასალები - 57%;

ხელფასები - 22%;

ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია - 10%;

სხვა ხარჯები - 6%;

მანქანა-დანადგარები - 5%;

ამასთან, TOP 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორს შორის, მშენაბლობა მესამეა, სადაც ანაზღაურებამ 2022 წლის მე-3 კვარტალში 2 305 ლარი შეადგინა. 

„მშენებლობის დასაქმებულთა სექტორში ხელფასი მზარდია დოლარშიც, მიუხედავად იმისა რომ ლარის კურსი მყარდება ზრდა არის ლარშიც, რაც სტიმულს ქმნის დეველოპერებისთვის გაზარდონ ფასი უძრავ ქონებაზე; ზრდის ტემპი (2016-2022) მზარდია დოლარში, კლებადი ლარში, რაც უძრავ ქონებაზე დოლარში გამოსახული ფასის ზრდის ერთ-ერთი საფუძველია; დეველოპერებისთვის მუშახელი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია საქართველოში და მათზე გადახდილი საშუალო ხელფასით ის მხოლოდ ინფორმაცია/კომუნიკაციის და საფინანსო/სადაზღვევო საქმიანობებს ჩამორჩება“, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები