დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს ლარის გამყარებას ლუდის წარმოებაზე - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

რა გავლენა აქვს ლარის გამყარებას ლუდის წარმოებაზე - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

2023-03-31 12:30:12

„ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ლარის გამყარების შედეგად კომპანიებს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი უმცირდებათ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტორს მათ წარმოებაზე გავლენა ვერ ექნება.

„ექსპორტი ჩვენს საერთო პორტფელში გაცილებით მცირეა ვიდრე ადგილობრივი ბაზარი. ჩვენთვის ნომერ პირველი ბაზარი საქართველოა და შესაბამისად, ექსპორტიდან მიღებული ნაკლები თანხა ზოგადად წარმოებაზე გავლენას არ მოახდენს“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით, ექსპორტიდან შემცირებულ შემოსავალს კომპანია სხვა წყაროებიდან აბალანსებს.

„ჩვენ შემთხვევაში მარაგ ნაწილებსა და ნედლეულს საზღვარგარეთ ვყიდულობთ. ეს კომპონენტი გვიიაფდება. დიდი ალბათობით, ეს ბალანსი იქნება დაცული და ადგილობრივ წარმოებას საფრთხე არ შეექმნება. ბუნებრივი გაზის საფასურიც დოლარში გვაქვს ესეც გაგვიფდება“, - ამბობს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

ამასთან ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ლარის გამყარების ფონზე წარმოებაზე ინფლაციის წნეხი შემცირდა, პროდუქცია არ გაძვირდება.

„ინფლაცია აძვირებს პროდუქციას. თუ გარკვეული მიმართულისებით თანხის გადახდა შეგვიმცირდება, ეს შესაძლოა, ნაკლები წნეხი იყოს პროდუქციის ფასზე, თუმცა ზოგადი ტენდენცია პროდუქციის გაძვირების მიმართულებით არსებობს, ყველგან მათ შორის ჩვენთანაც. რამდენად არის ეს კავშირში ლარის გამყარებასთან, ამას ბაზრის დინამიკა აჩვენებს“, - ამბობს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით 30 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5604 ლარი გახდა. 2023 წლიდან ლარის კურსის ტრენდი დადებითია. 2022 წლის 30 მარტს 1 აშშ დოლარი 2,51 ლარი ღირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები