დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს საქართველოში Boxette-ს და რა ახალ მიმართულებებს ამატებს კომპანია

რა გეგმები აქვს საქართველოში Boxette-ს და რა ახალ მიმართულებებს ამატებს კომპანია

2024-03-27 11:00:00

ლოგისტიკური კომპანია Boxette საქართველოში გაფართოებასა და ახალი სერვისების დამატებას აპირებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Boxette Group-ის CEO-მ იოსებ კანთელაძემ განაცხადა, Boxette Georgia უახლოეს პერიოდში გეგმავს ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირების დაწყებას. კომპანიის გეგმაშია ასევე ამანათების ჩამოტანა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა დამატებაც ეტაპობრივად მოხდება. 

„ჩინეთიდან ამ ეტაპზე მხოლოდ კომერციული ტვირთები გაქვს და წითელი ზღვის კრიზისიდან გამომდინარე ეფექტი მცირდება. ტარიფები იკლებს, როგორც საქართველოში, ისე ჩინეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით.  ვფიქრობ, რომ ეს თემა თანდათან დასტაბილურება. რაც შეეხება სამომავლო პროექტს, საჰაერო გზით ჩინეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას დავიწყებთ“, - აღნიშნა იოსებ კანთელაძემ . 

Boxette Group-ის CEO აცხადებს, რომ საჰაერო გადაზიდვები უფრო ძვირია, საზღვაო ტრანსპორტირება უფრო იაფი მაგრამ ხანგრძლივი.

„ზოგჯერ 2 თვე სჭირდება ზღვით საქართველოში ტვირთის ჩამოტანას. ამანათებზე თუ ვსაუბრობთ, გამომწერები არიან ძირითადად ფიზიკური პირები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის ყიდულობენ პროდუქციას ჩინეთში და მათთვის 2 და 2.5 თვე ლოდინი არ არის სასურველი.

საქართველოს მიმართულებით ამანათების საჰაერო გზით ტრანსპორტირებაზე ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან ვისთანაც კი კონტრაქტები გაქვს და ცალკეული რეისების შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ვიღებთ ტრანსპორტირების ვადებიდან და ტარიფებიდან გამომდინარე. ერთ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა პრაქტიკაში არ გაქვს“, - აღნიშნა Boxette Group-ის CEO-მ.

იოსებ კანთელაძე განმარტავს, რომ Boxette Group-ი 3 წელია რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა.

„საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფი ვართ და ვმუშაობთ უკრაინაში, უზბეკეთში, საქართველოში, აშშ-ში, ჩინეთსა და თურქეთში.

გვაქვს, როგორც გადაზიდვის სერვისები, ასევე აშშ-ში საწყობებით ვემსახურებით e-commerce სელერებს. საქართველოში Boxette-მა საქმიანობა ექსპორტით დაიყო. ვაგზავნით როგორც კომერციულ ტვირთებს ასევე გვაქვს სქართველოდან ყველაზე სწრაფი და ბიუჯეტური ამანათების სერვისი. რამდენიმე თვეა რაც დავიწყეთ ამანეთების ჩამოტანა ამერიკიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. თუმცა ეს სფეროც ჩვენთვის ახალი არ არის, სხვა ქვეყნებში ძალიან დიდი ხანია ჩაგვაქვს ამანათები ამერიკიდან და თურქეთიდან.

რაც შეეხება ტენდენციებს, ექსპორტის მიმართულება ამანათებში ნაკლებად მზარდია, ხოლო იმპორტი გაცილებით მზარდი. ინტერესი მზარდია და შესაბამისად გადაზიდული მოცულობებიც. განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ს მიმართულება, ასევეა ჩინეთიც. თურქეთი და საბერძნეთი კი შედარებით ახალი მიმართულებაა. თურქეთის შემთხვევაში ლირის დევალვაციამ ფასები შედარებით მიმზიდველი გახდა, საბერძნეთის შემთხვევაში კი მხოლოდ რამდენიმე მაღაზია თამაშობს დიდი როლს, საიდანაც ხალხი პროდუქციას ყიდულობს“, - აცხადებს იოსებ კანთელაძე.

Boxette Group-ის CEO  Business Insider Georgia-სთან საქართველოში  e-commerce-ს განვითარების ტენდენციებსაც აფასებს და მის ხელშემშლელ ფაქტორებზეც საუბრობს. 

„e-commerce არის ახალი ტრენდი, რომელიც ადრე თუ გვიან საქართველოშიც ჩაანაცვლებს ოფლაინ მაღაზიებს, ისევე როგორც ეს ხდება დანარჩენი მსოფლიოს განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში. საქართველოში ძირითადი გამოწვევა, რის გამოც ვერ ვითარდება  e-commerce არის ლოგისტიკა. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ისეთი შიდა ლოგისტიკური არხები, რომელთა საშუალებითაც ონლაინ შეძენილ ნივთს ადამიანი მიიღებს თავის მისამართზე მოკლე ვადაში. აქ მოკლე ვადაში იგულისხმება იმავე დღეს მიწოდება, ან მეორე დღეს მიწოდება მაქსიმუმ. ქართულ რეალობაში მიწოდება ხდება 4-5 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მყიდველისთვის აქტუალობას კარგავს და რომ შეიძინოს ნივთი ონლაინ და არ ელოდოს ერთი კვირა მის მიღებას. მას უკვე ურჩევნია გავიდეს სახლიდან და იყიდოს კონკრეტული ნივთი. თუ კი მოხერხდება, რომ რომელიმე ლოგისტიკური პროვაიდერის მიერ ეს საკითხი დარეგულირდება და მოწესრიგდება, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ხელშემწყობი ფაქტორი e-commerce-ს განვითარებისთვის. სხვა შემაფერხებელ გარემოებას მე ვერ ვხედავ“, - აღნიშნა Boxette Group-ის CEO-მ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტი ისევ გაიზრდება. 

„იმპორტის შემთხვევაში ამანათების იმპორტი სულ რამდენიმე თვეა რაც დავიწყეთ და შესაბამისად რთული იქნება შევადაროთ გასულ წელს. კომერციული ტვირთების იმპორტის მხრივ მზარდია ჩინეთის მიმართულება. ანალოგიურადაა თურქეთიდანაც. ვფიქრობთ, რომ თუ დევალვაცია ისევ გაგრძელდება თურქეთიდან იმპორტის მოცულობა უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა Boxette Group-ის CEO-მ.

იმავდროულად, Boxette Georgia ბათუმის შემდეგ  e-commerce-ის საწყობის მოწყობას აპირებს თბილისშიც. 

„ვგეგმავთ დიდი ცვლილებებს კიდევ ერთ მიმართულებაში. ბათუმში გაქვს  e-commerce-ის საწყობი, რომელიც მიზნად ისახავს e-commerce-ს ხელშეწყობას და ზუსტად იმ ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას რაც ხელს უშლის დარგის განვითარებას. კერძოდ, ჩვენი კლიენტები პროდუქციას ალაგებენ ჩვენს საწყობში და როგორც კი ნივთს ყიდიან ჩვენი კურიერი იმავე დღეს აწვდის ბათუმის ფარგლებში, ვინაიდან პირველი საწყობი გაქვს ბათუმში. 

იგეგმება, რომ წელს ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოებთ. იმედი გაქვს რომ ანალოგიურ საწყობს წლის ბოლომდე თბილისშიც გავხსნით. ეს იქნება ბუსტი ადგილობრივი  e-commerce განვითარებაში“, - განაცხადა Boxette Group-ის CEO-მ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები