დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს დასვენება ბახმაროში

რა ღირს დასვენება ბახმაროში

2023-06-13 09:30:18

ბახმაროში დასვენებაზე მოთხოვნა მაღალია. ვიზიტორების ნაწილი მაღალ ტემპერატურასა და ზღვაზე დასვენებას მთიან ადგილებში დასვენებას ამჯობინებს. თუმცა შესაძლებელია, კომბინაციური დასვენებაც -  ზღვა და შემდეგ ულამაზესი ბახმარო. 

როგორც Business Insider Georgia-ს ბახმაროს კოტეჯ Wooden House Sunrise-ს ადმინისტრაციაში უთხრეს, მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ სექტემბრის ბოლომდე ტურისტული ობიექტი უკვე მთლიანად დაჯავშნილია.

Wooden House Sunrise-ში ორ ადგილიანი ნომრების ფასი 120 ლარიდან იწყებოდა და მიღებული ჯავშნების 90%-ი ქართველებზე მოდის, ხოლო 10%-ზე უცხოელებზე, ევროპელ ტურისტებზე.

Booking-ის მონაცემებით, Hotel Saminavo-ში ივლისში ნომერის ფასი ორ ადამიანზე საშუალოდ 250 ლარია, ხოლო Dumbo Eco Camp-ში კი 140 ლარი.

ბახმარო მთის კურორტია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და უნიკალურ გარემოს ქმნის.

შესაბამისად, აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით.

ზაფხულის საკურორტო სეზონი მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გრძელდება. ზაფხული ბახმაროში ზომიერად გრილია, საშუალო ტემპერატურა -14C. 

ბახმარო ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, ამ სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით უნდა ნახოთ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები