დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის გადასახადების მობილიზებას გეგმავს 2024 წელს მთავრობა

რა მოცულობის გადასახადების მობილიზებას გეგმავს 2024 წელს მთავრობა

2023-12-01 13:00:49

2024 წელს მთავრობა 6 900,0 მლნ ლარის საშემოსავლო გადასახადის მიღებას ელოდება. აღნიშნული მაჩვენებლები მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო პროექტში უკვე ასახულია, საიდანაც ირკვევა, რომ საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი ფინანსთა სამინისტრომ ზრდისკენ დააკორექტირა და ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით ის14,7 მლნ ლარითაა გაზრდილი.

ბიუჯეტის პროექტში, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უკვე შემდეგი კვირიდან აქტიურად შეუდგება, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია ასევე 107,0 მლნ ლარით.

2024 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 900,0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 6 345,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 555,0 მლნ ლარს. საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 14,7 მლნ ლარით;
  • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 690,0 მლნ ლარით, რაც ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 107,0 მლნ ლარით. გაზრდილი თანხიდან 100,0 მლნ ლარი წარმოადგენს საფინანსო სექტორის მიერ 2024 წელს დამატებით გადასახდელ თანხას;
  • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 121,4 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 7 388,3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 733,1 მლნ ლარს (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით);
  • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 375,0 მლნ ლარის ოდენობით (გაზრდილია 9,9 მლნ ლარით);
  • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 150,0 მლნ ლარით (შემცირებულია 11,2 მლნ ლარით);
  • ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 650,0 მლნ ლარს (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით);
  • სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 166,7 მლნ ლარით (შემცირებულია 9,6 მლნ ლარით). 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტს 2023 წლის სექტემბრის ბოლოს წარედგინა. საპარლამენტო განხილვების დროს გამოთქმული წინადადებების ნაწილი აისახა საქართველოს პარლამენტის დასკვნაში და შესაბამისად მთავრობის მიერ მოხდა აღნიშნულ დასკვნაში არსებული შენიშვნებისა და წინადადებების გაანალიზება.

იმავდროულად, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის წარდგენის შემდგომ დაზუსტდა 2024 წლის ფისკალური რესურსის მოცულობა და მისი ზრდის შესაძლო წყაროები. განახლებული ფისკალური რესურსი აისახა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში და გადანაწილდა როგორც პარლამენტის დასკვნაში წარმოდგენილ წინადადებებზე, ასევე სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები