დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ქართული კომპანიის აქციები გაძვირდა ლონდონის ბირჟაზე

რომელი ქართული კომპანიის აქციები გაძვირდა ლონდონის ბირჟაზე

2023-06-05 12:06:01

გალტ & თაგარტის ცნობით, 29 მაისი – 2 ივნისის კვირაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირასთან შედარებით აქციების ფასი მხოლოდ თიბისი ბანკის ჯგუფს გაიზარდა, წინა თვესთან ყველა კომპანიის აქციებია გაძვირებული. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.25% წინა კვირასთან შედარებით და +3.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 318 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.05 - 31.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 142 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.25% წინა კვირასთან შედარებით და +3.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 199 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.50 - 24.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.98% წინა კვირასთან შედარებით და +0.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 177 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.92 - 8.36 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები