დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სამი ქალაქი, სადაც მიწის ფასი $10-ზე ნაკლებია

საქართველოს სამი ქალაქი, სადაც მიწის ფასი $10-ზე ნაკლებია

2023-05-20 12:02:29

მიწის ფასების წლიური ზრდით ქ​უთაისი ლიდერობს. როგორ თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქუთაისში მიწის საშუალო გასაყიდი ფასი 49%- ით გაიზარდა.

„საშუალო შეწონილი ფასის დინამიკა საკმაოდ განსხვავებულია ქალაქების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასებით, ბუნებრივია, თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, მიწის საშუალო გასაყიდი ფასი $162-ს გაუტოლდა.

მას მოყვება ბათუმი, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 126 დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე გუდაურია, სადაც  კვადრატულზე 59 დოლარი ფიქსირდება. მიწაზე ყველაზე დაბალი ფასები გორში, თელავსა და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში  საშუალო ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო.

2022 წელს ქალაქების უმეტესობაში მიწის ფასების წლიური ზრდა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ქუთაისი, სადაც 2021 წელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი 49%- ით გაიზარდა. თელავში 31%-იანი და თბილისში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები