დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში დამზადებული ჟოლოს ხემსი და ფხვნილი შესაძლოა, ევროკავშირის ბაზაზე გამოჩნდეს - P&K Berries-ი

საქართველოში დამზადებული ჟოლოს ხემსი და ფხვნილი შესაძლოა, ევროკავშირის ბაზაზე გამოჩნდეს - P&K Berries-ი

2024-03-28 18:55:00

გაჩნდა შანსი, ორი წამყვანი კომპანიის Agrostore( ბრენდი Siamo) და P&K Berries-ის მიერ Raspberry Eco Market-ის ბრენდის ქვეშ წარმოებული ჯანსაღი ჟოლოს  (სნეკის) ჟოლოსა და ქლიავის ხემსი 2024 წლის ბოლომდე ევროკავშირის ბაზარზე გამოჩნდეს.

როგორ Business Insider Georgia-ს P&K Berries-ის მფლობელმა და დირექტორმა ვასილ ფურცელაძემ განაცხადა, კომპანია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ორგანიზებით ახლახან ბარსელონაში, Alimentaria-ს გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც საქართველოში წარმოებულ ჟოლოს ხემსსა და ფხვნილზე მზარდი ინტერესი დაფიქსირდა.

„სხვადასხვა ქვეყნებიდან დაინტერესდნენ დისტრიბუტორები და მაღაზიის მფლობელები. ბელგიიდან უკვე გამოგვეხმაურნენ და ჟოლოს ხემსისა და ფხვნილის ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებები დავიწყეთ. ასევე არის ინტერესი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან. შესაძლოა, ჩვენი პროდუქცია წლის ბოლომდე ევროკავშირის ბაზარზე გამოჩნდეს“, - ამბობს ვასილ ფურცელაძე.

საქართველოში დამზადებული ჟოლოსა და ქლიავის ხემსი და ჟოლოს ფხვნილი  „ევროპროდუქტსა“ და „გუდვილში“ იყიდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლის პროდუქცია ფაქტობრივად გაიყიდა.

პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის გამო, P&K Berries-ი 2024 წელს წარმადობის გაზრდას გეგმავს.

„2024 წელს გავფართოვდებით და წარმადობას გავზრდით. იტალიური ჟოლოს ორი ბაღი გვაქვს ბაღდათსა და კახეთში. არ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებსა და სასუქებს. ორივე ბაღიდან ველოდებით 30 ტონა მოსავალს, დავამზადებთ ხემსს და ფხვნილს. დიდი  მოთხოვნაა საკონდიტრო წარმოებაში ჟოლოს ფხვნილზე. ადგილობრივ ბაზარზე ვთანამშრომლობთ „მეამასთან“, სხვადასხვა საკონდიტროები, ბარები. თუ არ გვეყოფა ჩვენი ნაწარმი, ჟოლოს ფერმერებისგანაც შევისყიდით“, - ამბობს ვასილ ფურცელაძე.

კომპანია თანამშრომლობს „კავკასუს ორგანიკ ფრუტთან“, სადაც ჟოლოს ხემსი და ფხვნილი მზადდება, ხოლო შეფუთვას P&K Berries-ი უზრუნველყოფს.

იგივე თამაზე: 

Raspberry Eco Market-ი ბაზარზე ხემსის შემდეგ ჟოლოს ფხვნილსა და ჩაის გამოიტანს

ორმა ქართულმა კომპანიამ გამშრალი ჟოლოს ხემსის წარმოება დაიწყო

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები