დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ორმა ქართულმა კომპანიამ გამშრალი ჟოლოს ხემსის წარმოება დაიწყო

ორმა ქართულმა კომპანიამ გამშრალი ჟოლოს ხემსის წარმოება დაიწყო

2023-08-09 18:15:29

ორი წამყვანი კომპანია Agrostore( ბრენდი Siamo) და P&K Berries გაერთიანდნენ და ჯანსაღი (სნეკის) ხემსის, დეჰიდრალიტირებული, ანუ გამშრალი ჟოლოს წარმოება დაიწყეს. 

როგორც Agrostore-ს ( ბრენდი Siamo) დამფუძნებლმა ზურაბ ალავიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, კომპანიებს ჟოლოს პლანტაციები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ვარციხესა და ყვარელში აქვთ. კომპანია ექსპორტზეა ორიენტირებული და პირველი ნიმუშები უკვე გაგზავნილია Amazon- ში. 

„ვაწარმოეთ სრულიად ჯანსაღი ჟოლოს სნეკი, დეჰიდრალიტირებული, (გამშრალი ჟოლო). ჩვეულებრივ ჟოლოს ვაცლით წყალს, ანუ ვაკეთებთ დეჰიდრაციას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია სნეკის სახით ან ნებისმიერ საუზმეში, ასევე საკონდიტრო დანიშნულებით. პროდუქტში შენარჩუნებულია ვიტამინები და შაქარს საერთოდ არ შეიცავს“, - ამბობს ზურაბ ალავიძე. 

მისივე თქმით, კომპანიას აქვს სურვილი, რომ პროდუქტი საქართველოს ბაზარზეც გაიყიდოს.

„როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს ბაზარზე ჟოლოს სნეკის გამყიდველებს ვეძებთ. ევროპაში ამ პროდუქტს საკმაოდ აქტიურად მოიხმარენ. ამ დროისთვის ნიმუშები გავგზავნეთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ. პროდუქტის პირველი პარტია გასულ კვირას შეიფუთა“, - ამბობს ზურაბ ალავიძე. 

როგორც კომპანია Agrostore-ს დამფუძნებლმა ზურაბ ალავიძემ East-fruit- ს განუცხადა მომავალ წელს Raspberry Eco Market-ი დაახლოებით 20-25 ტონა კენკრის გადამუშავებას გეგმავს, რაც 2 ტონა მზა პროდუქტს იძლევა. პროდუქტის ფასი ერთ კილოგრამზე 100 ევროს შეადგენს შეფუთვები 11 გრამიდან (ევროპისთვის) 80 გრამამმდე  აშშ-ის  ბაზრისთვის იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები