დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Raspberry Eco Market-ი ბაზარზე ხემსის შემდეგ ჟოლოს ფხვნილსა და ჩაის გამოიტანს

Raspberry Eco Market-ი ბაზარზე ხემსის შემდეგ ჟოლოს ფხვნილსა და ჩაის გამოიტანს

2023-11-08 11:00:40

ორი წამყვანი კომპანიის Agrostore( ბრენდი Siamo) და P&K Berries-ის მიერ Raspberry Eco Market-ის ბრენდის ქვეშ წარმოებული ჯანსაღი (სნეკის) ჟოლოსა და ქლიავის ხემსი ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა.

კომპანიის ინფორმაციით, ჟოლოსა და ქლიავის ხემსი იყიდება „ევროპროდუქტში“, „გუდვილსა“ და სპეციალურ სწრაფი კვების აპარატებში. 

„ექსპორტს რაც შეეხება, ხემსის გატანა უცხოეთში 2024 წლისთვის გადავდეთ, რადგან ახლა ჟოლოს მოსავალი თითქმის აღარ არის. პროდუქციის მარაგი მცირეა, დაგვაქვს გამოფენებზე. მშრალ ხემსს დიდი მოწონება ჰქონდა ამაზონზეც. ადგილობრივ ბაზარზეც კარგად იყიდება, თუმცა ერთი თვეა, რაც სავაჭრო ქსელში ჩავუშვით“, - ამბობს Business Insider Georgia-თან Agrostore-ს ( ბრენდი Siamo) დამფუძნებელი ზურაბ ალავიძე.

40 -გრამიანი ჟოლოსა და ქლიავის ხემსის ფასი სუპერმარკეტში 12 ლარია, 15-გრამიან შეფუთვებში ხემსის ფასი აპარატებსა და მაღაზიებში კი 5 ლარი ღირს. 

ზურაბ ალავიძის ინფორმაციით გამომშრალ ხემსზე ევროკავშირის ბაზარზე მზარდია. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის მთავარი კონკურენტული უპირატესობა კი ისააა, რომ ჟოლოს ხემსი ჯანსაღია და მასში ვიიტამინები სრულადაა შენარჩუნებული. 

„ვაწარმოეთ სრულიად ჯანსაღი ჟოლოს სნეკი, დეჰიდრალიტირებული, (გამშრალი ჟოლო). ჩვეულებრივ ჟოლოს ვაცლით წყალს, ანუ ვაკეთებთ დეჰიდრაციას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია სნეკის სახით ან ნებისმიერ საუზმეში, ასევე საკონდიტრო დანიშნულებით. პროდუქტში შენარჩუნებულია ვიტამინები და შაქარს საერთოდ არ შეიცავს“, - ამბობს ზურაბ ალავიძე.

მშრალი ხემსის გარდა კომპანია აწარმოებს ჟოლოს ხემსის ფხვნილს, რომელიც გასტრონომიაში გამოიყენება. ასევე ასორტიმენტს დაემატება ჟოლოს ჩაი. ერთჯერად შეფუთვებში 60% შავი ჩაი და 40% მშრალი ჟოლო იქნება. 

 „ჟოლოს ჩაი“ ბაზარზე ერთ თვეში „ეკომარკეტის“ ბრენდის ქვეშ გამოჩნდება.  კომპანია დაახლოებით 5 ათას შეფუთვის გაყიდვას გეგმავს. ჟოლოს ჩაის მიწოდების ფასი სავაჭრო ქსელებში  7 ლარი იქნება. 

მომავალ წელს Raspberry Eco Market-ი დაახლოებით 20-25 ტონა კენკრის გადამუშავებას გეგმავს, რაც 2 ტონა მზა პროდუქტს იძლევა. პროდუქტის ფასი ერთ კილოგრამზე 100 ევროს შეადგენს შეფუთვები 11 გრამიდან (ევროპისთვის) 80 გრამამმდე  აშშ-ის  ბაზრისთვის იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები