დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტამბულს ივლისში უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია

სტამბულს ივლისში უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია

2023-08-29 09:28:22

სტამბულმა მიმდინარე წლის ივლისში 1 1873 097 უცხოელი ტურისტი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6 პროცენტით მეტია. რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 

სტამბულის კულტურისა და ტურიზმის რეგიონალური დეპარტამენტის ინფორმაციით, მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქალაქს 9 776 635 უცხოელი ტურისტი ეწვია.

ამასთან, ივლისში სტამბულში საჰაერო გზით ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 1 823 416 ადამიანი შეადგინა, საზღვაო გზით- 49 681.

საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტების 71,53 პროცენტი ქალაქში სტამბულის აეროპორტიდან ჩავიდა, ხოლო 28,38%  საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან.

სტამბულში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩავიდა - 185 636 ადამიანი.

მას მოსდევს გერმანია - 135,568 ადამიანი, საუდის არაბეთი - 134,096, აშშ - 105,041, ირანი - 97,352, საფრანგეთი - 69,263, დიდი ბრიტანეთი - 69,006, ერაყი - 51,257, ქუვეითი - 45,854, 4543, ისრაელი - 45,854, 27 ნიდერლანდები. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 წუთის წინ

26 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები