დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ტკბილი ქვეყანა“ კადრების დეფიციტის დაძლევას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობს

,,ტკბილი ქვეყანა“ კადრების დეფიციტის დაძლევას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობს

2023-07-27 09:04:12

 

ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ,,ტკბილი ქვეყანა“ დასაქმების პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას ცდილობს. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი კახა ყრუაშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, ამ დროისთვის საწარმო 50%-ით ავტომატიზებულია, პროცესი გრძელდება და უკვე 2024 წელს სისტემა 100%-ით დაინერგება.

ყრუაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური წინსვლა კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ კადრის დამატება აღარ გახდეს საჭირო გაზრდილი წარმადობის პირობებშიც კი, რასაც ,,ტკბილი ქვეყანა“ სამომავლოდ გეგმავს.

„შეძენილი გვაქვს ახალი დანადგარი, რომლის მეშვეობითაც საწარმო მომავალ წელს სრულად ავტომატიზებული გახდება. მექანიზმი ამ დროისთვის 50%-ით უკვე დანერგილია და ცვლილება საწარმოო პროცესს უკვე დაეტყო. წელს ასორტიმენტი 8 დასახელების ტკბილეულით გავზარდეთ და წარმოების ზრდად დინამიკას მომავალშიც შევინარჩუნებთ.

ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა გვიბიძგა იმ გამოწვევამ, რაც ქვეყანაში მუშახელთან დაკავშირებით არსებობს. შარშან გამოვაცხადეთ, რომ შევასწავლით ხელსაქმეს დასაქმების მიზნით, მაგრამ მაინც ვერ ვიშოვეთ კადრი.

ავტომატიზირებული საწარმოს პირობებში თანამშრომლების დამატება საჭირო არ გახდება, თუმცა არსებულ კადრს შევინარჩუნებთ“, - აცხადებს კახა ყრუაშვილი.

ასორტიმენტის გაფართოებისა და ტექნოლოგიური ხაზის დანერგვისთვის ,,ტკბილი ქვეყანა“ 400 000 ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანიაში 450-მდე ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, შპს ,,ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა.

კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ფაბრიკა, დღეისათვის, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. ,,ტკბილი ქვეყანა“ 125-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

23 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები