დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„წიბახასთან“ საკუთარ თამაშს ყველა პოულობს - კლუბის მენეჯერი

„წიბახასთან“ საკუთარ თამაშს ყველა პოულობს - კლუბის მენეჯერი

2023-04-07 10:28:00

„წიბახა“ სამაგიდო თამაშების ბაზარზე ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც სფეროს განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

მართალია, სამაგიდო თამაშების მიმართულება საქართველოში მაღალ დონეზე განვითარებული არ არის, როგორც განვითარებული ქვეყნების ბაზრებზეა, თუმცა წლიდან წლამდე პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ეს არის ადგილი, სადაც თამასების მოყვარული ნებისმიერი ადამიანი თავის ადგილს ყოველთვის იპოვის.

ისტორია კი, სახელად ,,წიბახა",  10 წლის წინ დაიწყო.

როგორც კლუბის მენეჯერი კატო კუბლაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, ,,წიბახას" საქმიანობაში ყველაზე რთული გამოწვევა პანდემიური პერიოდი იყო, როცა შეზღუდვების გამო კლუბი დაიხურა. თუმცა პოსტპანდემიურ პერიოდში მან მალევე დაიწყო ძალების აღდგენა და დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია სამაგიდო თამაშების სექტორში.

„წიბახა პირველი იყო, რომელმაც საქართველოში სამაგიდო თამაშები შემოიღო და ბაზარზე ახალი სიტყვა თქვა. შემდეგ რამდენიმე ახალი კლუბიც გამოჩნდა, თუმცა ჩვენი ნიშნა გამორჩეულია. ჩვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბარის და სამზარეულოს მომსახურებით.

ასაკი შეუზღუდავია,  მომხმარებლების ძირითადი ნაწილი  მოზარდები და ახალგაზრდები არიან.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სამაგიდო თამაშები ისეთივე წარმატებულია, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს.  

როგორც მომხმარებლების, ასევე თამაშების მრავალფეროვნების მხრივ  კლუბი  მუდმივად ვითარდება. პანდემიური გამოწვევა, რაც შეზღუდვების დაწესებას და კლუბის დროებით დახურვას უკავშირდება, დღეს მთლიანად დაძლეულია და სფეროც უფრო და უფრო პოპულარული ხდება", - ამბობს ,,წიბახას" მენეჯერი.

კლუბში არის 200-ზე მეტი თამაში: როლური და სტრატეგიული, მარტივი და რთული, თამაშები სადაც ბლეფი და გამჭრიახობაა საჭირო, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული თამაშები, ფენტეზი და ზღაპრული თამაშები და უამრავი სხვა წარმოუდგენელი თემისა თუ შინაარსის თამაში.

სამაგიდო თამაშების მოყვარულ, გამოცდილ თუ დამწყებ მოთამაშეებს აქვთ საშუალება გაერთონ როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად. სათამაშო მაგიდების კლუბი და მაღაზია თავის სივრცეში აერთიანებს ბარსა და სამზარეულოს.

„წიბახას" სერვისით სარგებლობის დღიური საფასური 10 ლარს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები