დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანტალიაში საჰაერო გზით 6 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა

ანტალიაში საჰაერო გზით 6 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა

2023-07-10 09:28:33

უცხოეთიდან ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობა წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27 პროცენტით გაიზარდა და 6 014 412 ადამიანს მიაღწია.

ამის შესახებ თურქული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში ანტალიის გუბერნატორმა ერსინ იაზიჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია, წლის დასაწყისიდან 2023 წლის 6 ივლისამდე საერთაშორისო ფრენებით ჩამოსული ტურისტების სტატისტიკაზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები