დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ეფექტური - სუბირ ლალი

ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ეფექტური - სუბირ ლალი

2024-03-18 16:00:00

საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება, - ამის შესახებ IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება. ეს არის სამწლიანი კარგი ზრდის შედეგი, ჩვენ ველოდებით რომ ასევე ზრდა ცოტა შენელდება, დაახლოებით 5,7-მდე, რადგან. სხვადასხვა ფაქტორი იყო ამ ზრდის. ინფლაცია ნორმალიზდება და 3%-ს მიუახლოვდება, როგორც იყო დაგეგმილი და პროგნოზირებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტობრივად საკმაოდ კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და ფისკალური დეფიციტი დაახლოებით მშპ-ს 4-ს მიაღწევს. მარტის თვეში მშპ-ს 6%-ზე გავალთ და სავალუტო გაცვლითი კურსის რეზერვები ასევე დასტაბილურდება და მიაღწევს დაგეგმილს.

ფინანსურ სექტორში, ვინაიდან არის გაურკვეველი სიტუაციები და გეოპოლიტიკური საკმაოდ კარგად მუშავდება და საბალანსო მდგომარეობა საკმაოდ კარგია და საკმაოდ ძლიერია. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ეფექტური იქნება და მისი პოტენციალი საკმაოდ კარგად იქნება განვითარებული“ - განაცხადა სუბირ ლალიმ.

მისივე თქმით საქართველოს ეკონოამაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა პანდემიას და რუსეთის ომს უკრაინაში. 

„აქ რისკები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად გაურკვეველი მდგომარეობაა. საქართველოს აქვს მყარი მდგომარეობა, მაგრამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე არის გარკვეული რისკები. ბევრო რამაა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ქვეყნის გარეთ, ასევე როგორი იქნება საერთაშორისო საინვესტიციო ტენდენციები. გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ორიენტაციაზე ბევრია დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა იყო მოქნილი და უნდა გქონდეს ადეკვატური ფისკალური პოლიტიკა, იმისთვის, რომ პროცესები წარმატებით მართო. საქართველო ამას კარგად უძღვება ბოლო წლების განმავლობაში და კარგი ინდიკატორებია და კარგი მიღწევებია ამ მხრივ. ამ რთულ პერიოდში საკმაოდ კარგად გაუძღვა ეკონომიკას და ეს პოტენციური რისკები კარგად იყო არიდებული, თუ მართული“, - განაცხადა სუბირ ლალიმ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები