დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის დღის აღსანიშნავად, თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

ევროპის დღის აღსანიშნავად, თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

2023-05-06 09:30:25

დღეს 12:00 საათიდან საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაშიევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს. 

მასშტაბურ ღონისძიებას ევროკაშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნის.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  • მე-5 პავილიონში (12:00-18:00) ტრადიციული ევროპული სოფელი“. აქ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური სამსახურის წარმომადგნლები, მათი ქვეყნების განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების შესახებ მოგაწვდიან ინფორმაციას.
  • მე-11 პავილიონში (12:00-18:00) „ევროკავშირის სივრცე, სადაც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებისგან, პროექტების საქმიანობისა და შედეგების შესახებ შეძლებთ ინფორმაციის მიღებას.
  • საბავშვო სივრცე - გასართობი, ინტერაქტიული და შემეცნებითი თამაშები. ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ფერწერულ აქტივობებში ჩაერთონ. მიმდინარეობს თოჯინების თეატრის წარმოდგენაც. (დასაწყისი: 12:30; 13:30; 16:00; 17:00)
  • გარე სივრცე აგრობაზარს ეთმობა, სახელწოდებით უნიკალური ქართული გემო“, სადაც ევროკავშირის პროექტების მიერ მხარდაჭერილი ფერმერებს და მეწარმეებს საკუთარი ღვინო, ყველი და სხვა პროდუქტები აქვთ წარმოდგენილი. მიმდინარეობს დაგემოვნებაც.
  • მე-6 პავილიონი (12:00-18:00) ახალგაზრდული სცენასაქართველო და ევროპა. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და სტუდენტები ისეთ საკითხზე მსჯელობენ, როგორებიცაა გარემოსდაცვითი აქტივიზმი და თანამედროვე ტექნოლოგიებიდისკუსიაში ასევე ჩართვება ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი (16:00). (ღიაა მედიისთვის).
  • მე-3 პავილიონში (16:00-18:00) ახალი ფორმატის ამბის თხრობის ღონისძიებაჩემი ევროპა გაიმართება. აქ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება მათთვის ცნობილი ადამიანების ინსპირაციული გამოსვლები მოისმინონ, რომლებიც მათ ევროპასთან დაკავშირებულ პერსონალურ ისტორიებს გაუზიარებენ. (ღონისძიების მიმდინარეობის დროს, მე-3 პავილიონის ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლების კამერები არ დაიშვება.)

ევროპის დღის შესახებ:

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 73 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ:

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. დღეს, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყანაში მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვას უწყობს ხელს. ევროკავშირმა ხელი შეუწყო ქვეყნის საჯარო სექტორის მუშაობის სისტემურ გაუმჯობესებას. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ და ისწავლონ ევროპაში, იქ მიღებული ცოდნის გამოყენებით კი, შემდგომში, საქართველო უფრო უსაფრთხო და წარმატებული გახადონ. 

ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ სუფთა გარემოსა და მდგრადი ცხოვრების წესისთვის. საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ადამიანების ციფრულ და ფიზიკურ დაკავშირებას, უნარების გაუმჯობესებას და ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. უვიზო შეთანხმებით ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობამ კი მილიონზე მეტ ქართველს მოუტანა სარგებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები