დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლის თარიღი ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლის თარიღი ცნობილია

2024-01-22 17:34:00

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან, თბილისის ინფექციური საავადმყოფო თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირება. 

მისი თქმით, როცა ის მინისტრის პოზიციაზე მოვიდა, კლინიკისთვის ახალი შენობა უკვე შეძენილი იყო, რის შემდეგაც ძალიან ოპერატიულად შეირჩა კომპანია და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. 

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გადაკეთება და ნიუანსი იყო, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს სპეციფიკასთანაა დაკავშირებული, რამაც დრო მოითხოვა. თუმცა ბიუჯეტის ნაწილში ხარჯი არცერთი ლარით არ გაზრდილა. დაგვიანების გამო კომპანიას შესაბამისი ჯარიმებიც აქვს გადახდილი და კომპანიასთან და ინფექციური კლინიკის კოლექტივთან ერთად ვცდილობთ მალე დავასრულოთ პროცესი. პარალელურად მიდის აღჭურვის პროცესი და გვინდა, რომ მარტიდან ინფექციურ კლინიკას ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდეს თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ახალი ინფექციური შენობა,“ -  განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინფექციური კლინიკა, ისევე როგორც ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება უმაღლესი სტანდარტებით გარემონტებული და აღჭურვილი. 

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ძველი შენობა 2009 წელს „ავერსი რაციონალმა“ შეიძინა, თუმცა ახალი შენობის არარსებობის გამო კლინიკა დღემდე ძველ ადგილას ფუნქციონირებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები