დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაცია ახლა სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, რაც ნიშნავს იმას, რომ სებ-ი არ თვლის რისკად სესხების გაიაფებას | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ინფლაცია ახლა სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, რაც ნიშნავს იმას, რომ სებ-ი არ თვლის რისკად სესხების გაიაფებას | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-02-05 09:40:00

ინფლაცია ახლა სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, რაც ნიშნავს იმას, რომ სებ-ი არ თვლის რისკად სესხების გაიაფებას, მეტი ფულის შესვლას ეკონომიკაში - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილმა თავის მიმოხილვაში ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, ხშირად ინფლაციასთან მიმართებით გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი.

„საქსტატის მონაცემებით საქართველოში ნულოვანი ინფლაცია ფიქსირდება, რაც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავს შემდეგს: ხშირად არის ხოლმე ინფლაციაზე სპეკულაცია, რომ ეს არის ლარის კურსის ცვლილება უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, თუმცა ეს ასე არ არის. ინფლაცია გულისხმობს პროდუქციაზე ფასების ზრდას ან შემცირების მაჩვენებელს.

ამ შემთხვევაში კარგია ნულოვანი ინფლაციის დაფიქსირების ნაწილში, რომ ფასები არის შემცირებული სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანდაცვაზე, ისევე როგორც ელექტროენერგიაზე. მცირედი ზრდა, დაფიქსირდა თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. სწორედ საშუალო მაჩვენებლით განისაზღვრა ინფლაციის ნულოვანი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ინფლაციის მაჩვენებლების გამოცხადებას რამდენიმე საათით თუ დღით ადრე წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით.

ძალიან მარტივად, რომ განვმარტოთ ეს ნიშნავს ასევე ლარში სესხების გაიაფებას, ანუ ვისაც სესხი აქვს ლარში მათთვის გაიაფდა პროცენტი, თუ ახლა იღებს ლარში სესხს ბუნებრივია, მას შეუძლია უფრო იაფად აიღოს ეს სესხი.

ეს გადაწყვეტილება სებ-ის მხრიდან განპირობებული იყოს სწორედ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით.

მოგეხსენებათ, რომ სებ-ს აქვს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი და ინფლაცია, ახლა სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, რაც ნიშნავს იმას, რომ სებ-ი არ თვლის რისკად სესხების გაიაფებას, მეტი ფულის შესვლას ეკონომიკაში, რომელსაც თავისუფლად მოჰყვება ეკონომიკური აქტივობის ზრდა და შესაბამისად ეს ყველაფერი ჯამურად ეკონომიკურ ზრდაზე იქონიებს გავლენას.

ზუსტად ერთი კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ შემოგვთავაზა საინტერესო ანალიზი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ცხოვრების დონის შედარებას სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და გამოიყენა ძალიან კარგი საზომი, რასაც იყენებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სსფ, მსოფლიო ბანკი.

PPP - მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გაზომვა, რაც ყველაზე უფრო სწორი საზომია გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ციფრებით სპეკულირება. რომ განვმარტოთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი რას ნიშნავს ძალიან მარტივად გეტყვით. კერძოდ, ეს ნიშნავს ერთი და იგივე ვალუტით სხვადასხვა ქვეყანაში რისი ყიდვა შეგვიძლია.

კიდევ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, 100 აშშ დოლარით რამდენი საქონლის და მომსახურების შეძენა შეგვიძლია საქართველოში, აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში და ასე შემდეგ.

ანუ რეალურად ერთი ერთეულით სხვადასხვა ქვეყანაში ზომავს  მსყიდველუნარიანობას მოსახლეობის ცხოვრების დონით და შესაბამისად, სად არის ამ კუთხით საქართველო და რა გვინდა, რომ იყოს.

ამბიციური ამოცანა, რაც ჩვენ ამ მიმოხილვაში ვნახეთ იყო ის, რომ გვინდა საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. თუმცა, აუცილებელია ხაზგასმა, რომ განსხვავება ცხოვრების დონეებს შორის არ არის მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არამედ ევროკავშირის შიგნითაც კი ცხოვრების დონე არის სხვადასხვა.

მაგალითად, თუ ავიღებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბულგარეთსა და გერმანიას მსყიდველობითი უნარების პარიტეტის მიხედვით სსფ-ს თანახმად სხვაობა არის. ასევე თუ ავიღებთ ბულგარეთსა და საქართველოს ვნახავთ, რომ სხვაობა 2023 წელს არის დაახლოებით 10 ათასი დოლარის ფარგლებში, ხოლო 2028 წელს კიდევ უფრო შემცირდება ეს სხვაობა.

არსებული პროგნოზით, საქართველო ბულგარეთთან შედარებით უფრო სწრაფად ამცირებს ცხოვრების დონეს შორის სხვაობას, ვიდრე ბულგარეთი გერმანიასთან. 

როგორ ხდება ეს ყველაფერი?

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე. 2021-2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 9%-ზე მეტი, მაშინ როდესაც ევროკავშირის ეკონომიკის საშუალო ზრდა იყო დაახლოებით 3,8%-ი.

2024-2028 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 5%-ზე მეტი, მაშინ როდესაც ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა ამ პერიოდში არის 1,8%-ი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან კარგად იყენებს ეკონომიკურ თეორიაშია არსებულ წესს, ეს არის მკვეთრი ზრდის ეფექტი, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა სწორი და მდგრადი ეკონომიკური რეფორმების პირობებში ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს, ვიდრე მასზე ზემდგომი ქვეყანა და ამით ახდენს დაწევას.

ანუ როცა საუბარია, თუ როგორ უნდა დავეწიოთ ბუნებრივია ეს ნიშნავს მკვეთრი ზრდის ეფექტის გამოყენებას, რასაც ჩვენ ამ პერიოდში ძალიან სწორად ვახერხებთ.

ეს ყველაფერი არის სსფ-ს პროგნოზი, თუმცა როგორც წესი სსფ ფრთხილია საკუთარი მონაცემების შეფასებისას და ადგილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება ხოლმე.

ჯამში გვინდა, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარი შემცირდეს. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი მცირდებოდა“,  - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები