დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივლისში, საარსებო მინიმუმმა 249,8 ლარი შეადგინა

ივლისში, საარსებო მინიმუმმა 249,8 ლარი შეადგინა

2023-08-15 12:05:38

ივლისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 4.7 ლარით შემცირდა და 249,8 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ივლისთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი  ლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 4.5 ლარით გაიზარდა და 245,3 ლარი შეადგინა.

შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები