დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივნისში, ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.60 მლრდ ლარით გაიზარდა

ივნისში, ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.60 მლრდ ლარით გაიზარდა

2023-07-25 17:29:39

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.72%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.00%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.63 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.70%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.17 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.81%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.06%-ით მეტი).

2023 წლის ივნისის განმავლობაში 1.95%-ით, ანუ 480.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 25.16 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.81 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.53 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით).

საქართველოს საბანკო სექტორი სულ 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, ხოლო 2 ქართული კაპიტალით ფუნქციონირებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები