დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია, ინვესტორებს აქვთ მეტი სტიმული, რომ განახორციელონ ინვესტიცია | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია, ინვესტორებს აქვთ მეტი სტიმული, რომ განახორციელონ ინვესტიცია | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-05-10 10:17:00

როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია ამ პერიოდში ინვესტორებს აქვთ მეტი სტიმული, რომ განახორციელონ ინვესტიცია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს მაგალითზე The Global Economy-ის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსი მიმოიხილა და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და რომ ამ პერიოდის განმავლობაში შუა დერეფნიდან გამომდინარე საქართველოს სტრატეგიული როლი თანდათან გამოიკვეთა. 

„დავიწყოთ მთავარი თემით, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის კორელაციაზე.

ძალიან საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა The Global Economy, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი გამოცემა და იკვლევს პოლიტიკური რისკების ინდექსს.

ამ ეტაპისთვის საქართველო პოლიტიკური რისკების კუთხით ყველაზე მეტად სტაბილური ქვეყანაა მთელს ჩვენს სამეზობლოში და ასევე ევროკავშირის სტატუსის მქონე ქვეყნებში, ვგულისხმობ უკრაინასა და მოლდოვას. ამ დროისათვის პოლიტიკური რისკების სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნებულია, რაც ბუნებრივია  არის მაღალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი, რომელიც ამ პერიოდამდე გვქონდა. 

იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური რისკების ინდექსის შედგენაში The Global Economy “ ემყარება ისეთი ტიპის სანდო და ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციებს, როგორიცაა მაგალითად The Economist Intelligence Unit-ი, ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რაც თავისთავად მაღალი სანდოობის მაჩვენებელია, როგორც ბიზნესის ისე სახელმწიფოს დონეზე, ამ  მაჩვენებლებზე დაყრდნობით იღებენ ინვესტორები გადაწყვეტილებას.

ზოგადად, როდესაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე ვსაუბრობთ, მათ შორის უნდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს ანალიტიკური ნაშრომები, ხშირად კეთდება აქცენტი კორელაციაზე პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის.

მაგალითად, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი საინტერესო კვლევის თანახმად, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შესაძლებელია პირდაპირ დააზიანოს ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარების ტემპი. ხოლო სსფ-ს თითქმის სამეცნიერო ნაშრომში, ასევე ნათქვამია პოლიტიკური არასტაბილურობის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ეკონომიკურ ზრდას.

განსაკუთრებით ეს შეეხება პროდუქტიულობას, შემდგომ ადამიანურ კაპიტალს, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ხოლმე ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს. 

სსფ-ს, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველოს არამხოლოდ რეგიონის ევროპის მასშტაბითაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.

მათ შორის ვიყენებთ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის - GEFM, რომელიც გაეროს მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების მეთოდოლოგიას ეფუძნება. ის საფინანსო ინსტიტუტები, რომელიც საუბრობენ ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის კორელაციაზე გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვექნება 2024 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. 

მსოფლიო ბანკი, რომელიც კარგი მმართველობის ინდიკატორების ნაწილს აფასებს, საქართველოს ყველაზე პრობლემატური ნაწილი რაც აქვს ეს არის გეოპოლიტიკური სტაბილურობა.

როდესაც პოლიტიკურ სტაბილურობაზე ვსაუბრობთ იგულისხმებს ორი ტიპის პოლიტიკური სტაბილურობა: ერთი ბუნებრივია ეს არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული და გეოპოლიტიკურ სტაბილურობაში ამიტომ გვაქვს სუსტი მაჩვენებელი, რაც ჩვენს რეგიონში ხდება რუსეთის შეჭრა უკრაინაში მანამე კიდევ ყარაბაღში არსებული ვითარება, იგივე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ამ კუთხით საქართველოს აქვს რისკფაქტორები. როდესაც პოლიტიკურ ნაწილზე  და ბიზნეს სტაბილურობაზე ვსაუბრობთ ცხადია ხშირად პოლიტიკური სტაბილურობაც იგულისხმება. 

The Global Economy-ს შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველაზე მეტადა სტაბილური პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსში. თუ ბოლო 2 წლის მაჩვენებლებს ავიღებთ, როდესაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო, ვხედავთ საქართველოს ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს.

მაგალითად, მოლდოვის შემთხვევაში სახეზეა პოლიტიკური რისკების ინდექსის ვარდნა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსი, არასტაბილურობისკენ მიემართება. აზერბაიჯანში ბოლო წლებში პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსი გაუარესდა, გასაგებია, რომ ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ყარაბაღთან დაკავშირებულ თემებთან.

თურქეთში ბოლო პერიოდი პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსი გაზრდილია, თუმცა ამ დროისათვის საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს.

ყარაბაღის კონფლიქტისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე სომხეთში პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსი გაუარესებულია. რაც შეეხება უკრაინას, გასაგებია, რომ უკრაინაში ჯერ ყირიმის ფაქტორების და შემდეგ რუსეთის შეჭრის შემდეგ ვითარება არის მძიმე. 

როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია ამ პერიოდში ინვესტორებს აქვთ მეტი სტიმული, რომ განახორციელონ ინვესტიცია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის ზრდაზე, ამ ფონზე გუშინ ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ბატონ ირაკლი რუხაძის, სადაც დღევანდელ ჩემს თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამდენიმე „მესიჯი“ გამოიკვეთა: ერთ-ერთია, თუ რას უკავშირდება ეკონომიკური ზრდა, ირაკლი რუხაძე აღნიშნავს, რომ გავექეცით რამდენიმე ომს, ხანგრძლივი მშვიდობა გვაქვს და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დიახ, ეს ასეა პოლიტიკური რისკების ინდექსი ამ ნაწილს ადასტურებს. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფნიდან გამომდინარე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები