დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მელაანური ჩაი“ ჩეხეთის ბაზარზე გავიდა

„მელაანური ჩაი“ ჩეხეთის ბაზარზე გავიდა

2023-04-07 11:30:38

ინვესტიცია იყო ნულოვანი. ჩაის წარმოება შემხვევით დავიწყეთ, - ამბობს Business Insider Georgia-თან ბრენდ „მელაანური ჩაის“ იდეის ავტორი თეონა თაბორიძე და გვიყვება, თუ როგორ გახდა მცენარეული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე პოპულარული და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდა.

„მელაანური ჩაის“ ექსპორტზე გატანის პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ბრენდის მცირე პარტია ჩეხეთის ბაზარზე გავიდა. მეწარმე პრაღაში პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს და ახალ ბაზებსაც განიხილავს.

„ამ ეტაპზე გვაქვს სამი სახეობის ჩაი - ბარამბოს ფურცლების ჩაი, ველური ვარდის კოკრები და თავშავას ყვავილი. მცენარეების მოპოვება ველურ ეკო გარემოში, ბუნებრივ პირობებში ხდება. შემდეგ ხდება გამოშრობა სპეციალური დანადგარით, შეფუთვა და ჩაი ბაზარზე „მელაანური ჩაის“ დასახელებით გადის“, - ამბობს მეწარმე.

ახალი შეფუთვით „მელაანური ჩაი“ სექტემბრიდან გამოჩნდა. თეონა თაბორიძის თქმით, სწორედ ამან მისცა ბიზნესის წარმატებას ბიძგი.

„ჩაის შეფუთვის კონცეფციაზე დიდხანს ვფიქრობდით და გაამართლა კიდეც. ახლა პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, როგორც ონლაინ პლატფორმებთან, ისე სოფლუდან.ჯი, ექსტრა.ჯის-თან, ჩაის მაღაზიებთან. ჩვენც ვყიდით Facebook გვერდიდან. ასევე გვყავს პარტნიორი მაღაზიები, სადაც ჩაი სუვენირის სახითაც იყიდება. ფასი 15 ლარიდან იწყება და შეფუთვასა და მოცულობაზეა დამოკიდებული“, - ამბობს მეწარმე.

„მელაანურ ჩაიზე“ მოთხოვნა მზარდია. თეონა თაბორიძის თქმით, ჩაის ეკოლოგიურად სუფთაა და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები