დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან შემოსავლები

რატომ შემცირდა ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან შემოსავლები

2024-03-28 16:00:00

ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან შესული გადასახადები 2%-იან კლებას აჩვენებს, რაც შესაძლოა წლიურ ჭრილში ლუდის ბაზრის შემცირებასაც უკავშირდებოდეს. უფრო კონკრეტულად შესაძლოა შემცირდა წარმოება ან იმპორტი, თუმცა საქსტატის სტატისტიკით იმპორტი ზრდას აჩვენებს. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ლუდის აქციზიდან ბიუჯეტში 6,804,790.22 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6,909,468.10 ლარი.

თუ წლიურ ჭრილში მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წელს ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან აკუმულირებულმა შემოსავალმა 5%-იანი ზრდა აჩვენა.

2023 წელს ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან 64,412,268.32 ლარი შევიდა, ხოლო 2022 წელს - 61,167,691.07 ლარი.

საქსტატის მაჩვენებლებით, 2024 წლის 2 თვეში საქართველოში  1,390,293.77 ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,345,536.50 ლიტრის, ზრდა 3%-ია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები