დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ტოვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას

რატომ ტოვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას

2023-04-25 14:00:34

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძვანელი თამარ იოსელიანი თანამდებობას ტოვებს.

როგორც Business Insider Georgia-ს სააგენტოში განუცხადეს, თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით ტოვებს და 2023 წლის 1-ლი მაისიდან საზღვაო სააგენტოს ხელმძღანელის მოვალეობას შეასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე“, - აცხადებენ სააგენტოში. 

აღსანიშნავია, რომ თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძვანელის პოსტზე 2018 წლის 29 მარტიდან მუშაობდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები