დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რკ ოზაანის“ სატაცური ჰიპერმარკეტებში გაიყიდება - შემდეგი ნაბიჯი ექსპორტია

„რკ ოზაანის“ სატაცური ჰიპერმარკეტებში გაიყიდება - შემდეგი ნაბიჯი ექსპორტია

2023-03-26 11:00:06

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში სატაცური უფრო და უფრო  მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. შესაბამისად, წარმოება და ფასიც მატულობს.

სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანი“  7-8 ტონამდე მოსავალს ელოდება. წარმოება, წინა წელთან შედარებით, 1,5-ჯერ არის გაზრდილი.

ახალი მოსავალი დახლებზე აპრილიდან გამოჩნდება.  

როგორც „რკ ოზაანის“  ხელმძღვანელო ჯაბა გოგოლაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, მოსავლიანობა წლიდან წლამდე მზარდია  როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ ბაზრებზეც.

„სეზონი აპრილში დაიწყება. ახალი პლანტაციები დავამატეთ, მოსავალიც წელს მეტი იქნება.  ამ ეტაპზე სატაცური 6 ჰექტარი გვაქვს  გაშენებული.  ყოველწლიურად მატულობს, სანამ სრულ მოსავლიანობას არ მიაღწევს. წელს 7-8 ტონას ველოდებით, რაც შარშანდელთან შედარებით 1,5-ჯერ მეტია.

თავისუფლად შეგვიძლია ექსპორტი, ევროპაში თუ არა მეზობელ რეგიონებში მაინც, მაგრამ ჯერჯერობით ქართულ ბაზარს ვამარაგებთ. ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით ყველა ჰიპერმარკეტის დახლებზე გაიყიდება", - ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს სრულად აითვისებს, „რკ ოზაანი“  სატაცურის გატანას ექსპორტზეც გეგმავს. სწორება ევროპაზე იქნება.

„გვინდა, Global Gap-ის სერტიფიკატი ავიღოთ, რაც ევროპაში ექსპორტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. სერტიფიკატის გარეშე აზერბაიჯანის, დსთ-ს, აზიის ქვეყნებსა და რუსეთის  ბაზრებს ვერ გავცდებით, ამიტომ  გვჭირდება სერტიფიკატი, რომლითაც ევროპაში გზა გაგვეხსნება და საკუთარ ნიშას ვიპოვით", -  დასძენს კოოპერატივის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ფასს, 1 კგ. სატაცური სუპერმარკეტებში 18-დან 20 ლარის ფარგლებში ღირს.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა.

ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით  0,5 მილიონი ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები