დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია რეგიონების მიხედვით დაკრედიტება და სად გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი

როგორია რეგიონების მიხედვით დაკრედიტება და სად გასცეს ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი

2023-06-26 16:30:20

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების 61%-ი თბილისშია გაცემული.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებმა რეგიონების მიხედვით სულ 25 305,0 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 15 465,9 მლნ ლარის სესხის გაცემა თბილისი ფიქსირდება.

რეგიონებში გაცემული სესხების მიხედვით მეორეა იმერეთია, სადაც საანგარიშო პერიოდისთვის გაცემული სესხების მოცულობამ 2 045,7 მლნ ლარი შეადგინა, ანუ მთლიანი სესხებს 8%-ი. 

რეგიონებში გაცემული სესხების 7%-ი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე ფიქსირდება, სადაც მაისის ბოლოსთვის გაცემული სესხების რაოდენობამ 1 875,1 მლნ ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის კახეთი, სადაც გაცემული სესხების მოცულობამ 1 597,1 მლნ ლარი შეადგინა.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მაისის ბოლოსთვის გაცემული სესხების მოცულობამ 1 135,6 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ქვემო ქართლში 1 249,1 მლნ ლარი.

იმავდროულად, მაისის ბოლოსთვის შიდა ქართლში გაცემული სესხების მოცულობამ 976,3 მლნ ლარი შეადგინა, სამცხე ჯავახეთში 642,4 მლნ ლარი, გურიაში 185,8 მლნ ლარი, მცხეთა-მთიანეთში 93,4 მლნ ლარი, ხოლო რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში  38,8 მლნ ლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები