დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობები კლებას აჩვენებს

საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობები კლებას აჩვენებს

2024-03-28 11:00:00

საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობები კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით შემცირებულია როგორც ექსპორტი ისე იმპორტი.

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიაში 8,962.24 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,321.74 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი მოახდინა. შესაბამისად ექსპორტის მოცულობა 27%-ითაა შემცირებული.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი (ღირებულებით ნაწილში) მილები, მილაკები და ღრუ პროფილები იყო.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:

  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1,379.53 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 1,022.59 ათასი დოლარი,
  •  ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 958.52 ათასი დოლარი,
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 902.26 ათასი დოლარი,
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 720.92 ათასი დოლარი.

რაც შეეხება გერმანიიდან პროდუქციის იმპორტს, კლება 14%-ის დონეზეა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გერმანიიდან 119,414.31 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 139,092.05 ათასი დოლარის. 

რაც შეეხება თუ რა პროდუქციას ყიდულობს გერმანიიდან, საქსტატის მონაცემებით ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 31,141.09 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 13,930.25 ათასი დოლარი,
  •  სატვირთო ავტომობილები - 6,742.45 ათასი დოლარი,
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 3,152.71 ათასი დოლარი,
  •  კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 2,790.70 ათასი დოლარი.
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები