დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართვლოში შესაძლოა, პიროტექნიკის შემოტანა აიკრძალოს - დეტალები

საქართვლოში შესაძლოა, პიროტექნიკის შემოტანა აიკრძალოს - დეტალები

2023-03-28 14:30:37

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“  საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები. 

ამ შემთხვევაში პიროტექნიკის გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება დაშვებული. 

„კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით“, - აცხადებენ დეპუტატები.

მათივე თქმით, დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობა სერიოზულად ზიანდება. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ, ანა ნაცვლისშვილისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს საქართველოში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3604 სასაქონლო კოდით იმპორტირებული საქონლის (ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და პიროტექნიკური ნაწარმი დანარჩენი) 5,136,097.38 აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 

ხოლო დეპუტატისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით,  2022 წლის დეკემბრის თვეში ცენტრს დახმარებისთვის პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 5-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 1 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 3 შემთხვევში, 2022 წლის დეკემბრის თვის მომართვიანობის 5 შემთხვევა ფიქსირდება თბილისის მუნიციპალიტეტიდან.

2023 წლის იანვრში ცენტრს დახმარებისთვის მომართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭირობა დადგა 41 შემთხვევაში. 87 შემთხვევა თბილისის ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან დაფიქსირდა.

რომელი ქვეყნებიდან და რა მოცულობის პიროტექტნიკა შემოვიდა საქართველოში 2020-2023 წელს:  

ინფორმაცია
საქართველოში იმპორტირებული ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და პიროტექნიკური ნაწარმი დანარჩენი (სეს ესნ 3604)
შესახებ
                     
საქონელი ქვეყანა 2020 2021 2022 2023
რაოდენობა კგ ღირებულება ლარი რაოდენობა კგ ღირებულება ლარი რაოდენობა კგ ღირებულება ლარი რაოდენობა კგ ღირებულება ლარი
36041000000 ფეიერვერკები ჩინეთი     481 245.00 5,008,147.63    153 093.00 1,831,170.10    474 049.40 5,553,794.90    20 120.00 196,524.04
პოლონეთი     290 334.95 2,981,359.91    43 337.84 535,255.50    147 067.96 2,028,127.23    
ბულგარეთი     135 636.00 1,262,765.67    33 637.50 444,821.43    223 069.00 2,500,072.22    
სიანგანი(ჰონკონგი)     10 875.30 118,666.10            
გერმანია     2 215.76 95,194.64    2 118.48 93,069.98    1 461.52 60,875.43    
თურქეთი          3.00 11.23     22.00 471.96    
ნიდერლანდები      17.91 931.96            
სულ    920 324.92 9,467,065.91    232 189.82 2,904,328.24    845 669.88 10,143,341.75    20 120.00 196,524.04
36049000000 დანარჩენი ჩინეთი     57 297.40 423,329.21    11 503.00 147,160.73    3 646.00 36,881.98    
ბულგარეთი     7 400.00 1,157,544.00    14 957.00 1,101,714.53    26 975.00 5,017,612.10    
თურქეთი      24.00 11,902.41     86.30 39,849.79     79.90 19,731.19    
მონტენეგრო         72.24 1,668,105.57        
გერმანია      4.32 389.82         28.80 2,474.31    
ბელორუსია      11.63 14,659.20            
სულ    64 737.35 1,607,824.64    26 618.54 2,956,830.61    30 729.70 5,076,699.59    

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები