დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე პირველ კვერტალში საჩივარი არ შემოსულა - შრომის ინსპექცია

სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე პირველ კვერტალში საჩივარი არ შემოსულა - შრომის ინსპექცია

2023-04-25 11:00:18

შრომის ინსპექციაში, 2023 წლის დერ პირველ კვარტალში სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებზე საჩივარი არ შესულა. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Geprtgia-ს შრომის ინსპექციიდან მიაწოდეს.                                                                

„2023 წლის პირველ კვარტალში სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, გაცნობებთ, რომ არსებული მდგომარეობით მოთხოვნილი პერიოდის შესაბამისად ინსპექტირების განხორციელების მოთხოვნით სსიპშრომის ინსპექციის სამსახურში დაინტერესებული პირის საჩივრები (განცხადებები) არ ყოფილა წარმოდგენილი

დამატებით მოგახსენებთ, რომ სამსახურის მიერ შრომის ნორმებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი აქტივობა განხორციელდა 2023 წლის პირველი კვარტლის საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, როგორიცაა საინფორმაციო, სამუშაო შეხვედრები დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან (14 შეხვედრა 900-მდე პირთან);

საზოგადოების ინფორმირების მიზნით სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა (14 სატელევიზიო გადაცემა). გარდა ამისა, სამსახური აქტიურად იყენებს სხვადასხვა არხებს მოქმედი ცხელი ხაზისა (1575) და ინფორმაციის მასობრივად გავრცელების მიზნით შექმნილი ელექტრონული პლატფორმების (სოციალური ქსელი, ვებგვერდი) საშუალებით“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ მოწოდებუ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რომელთათვისაც კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო, შეიცვალა. 

სპეციფიკური სამუშაოების სიიდან მთელი რიგი დარგებია ამოღებული, მათ შორის:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა;
  • ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;
  • ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;
  • ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა;
  • საგამომცემლო საქმიანობა;
  • კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;
  • ქიმიური წარმოება;
  • დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;
  • მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;
  • მშენებლობა;
  • ვაჭრობა - ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • ზოგადი განათლება;
  • პროფესიული განათლება.

ამ დარგებისთვის სამუშაო კვირა 40 საათით განისაზღვრა.

სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას. დასაქმებულს შეუძლია, ამ უწყებას მიმართოს ცხელ ხაზზე (15-75) და აცნობოს, თუკი მისი შრომითი უფლება დაირღვევა.

იგივე თემაზე: 

რა შეიცვალა 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესების შემდეგ სარესტორნო ბიზნესში

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები