დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შსს აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დადგენილ ნორმებს არ გასცდნენ

შსს აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დადგენილ ნორმებს არ გასცდნენ

2023-03-08 22:46:47

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან მიმდინაერე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას არცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები