დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სხვა სექტორებთან შედარებით ფინანსური სექტორი AI-ს დანერგვის კუთხით მოწინავეა -  Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი

სხვა სექტორებთან შედარებით ფინანსური სექტორი AI-ს დანერგვის კუთხით მოწინავეა - Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი

2023-08-18 14:00:00

რასაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ვუყურებთ, ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირების ხარისხი ფინანსურ სექტორში მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ Lineate Georgia-ს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც საბანკო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ეხებოდა.

როგორც თორნიკე სულაბერიძე ამბობს, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავე სფეროა, რომელიც AI-ს დანერგვაზე ინტენსიურად მუშაობს.

„მოხარულნი ვართ, რომ დღეს ვუმასპინძლეთ საქართველოს ბანკსა და DataFest-ს. ღონისძიების მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის როლ ფინანსურ სექტორში. ამ მიმართულებით აშშ-ში ჩვენ საკმაოდ ბევრი პროექტი გაქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული ტენდენციით, როგორც ამერიკაში ასევე მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მზარდია ხელოვნური ინტელექტიინტეგრირდების ხარისხი ფინანსურ სექტორში“,

აცხადებს  Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ინოვაციური მიმართულებების დანერგვაზე DataFest Tbilisi-ს ორგანიზებით მსგავსი ტიპის შეხვედრები წლებია იმართება, თუმცა ამჯერად Lineate Georgia-ს ოფისში გამართული ღონისძიების  ,,ხელოვნური ინტელექტი და სარეკომენდაციო სისტემები" მთავარი გზავნილები საბანკო სექტორში AI-ს დანერგვის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები იყო.

„ღონისძიებაზე სპიკერებმა ისაუბრეს, როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის და დიდი მოცულობის მონაცემების გამოყენება საბანკო პროდუქტების შესაქმნელად და დასახვეწად, იმისათვის, რომ ინდივიდუალურ მომხმარებლებს უფრო გაუმარტივდეთ ყოველდღიური სერვისის, თუ მათთვის საინტერესო შეთავაზებების მიღება. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ასეულობით ადამიანი დაესწრო, როგორც ფიზიკურ ისე ონლაინ სივრცეში. ჩვენ ჩვენი მხრიდან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი თემების აუდიტორებზე მიტანას.

ის, რომ დღეს ერთი ქართული ბანკის და ერთი ამერიკული ბანკის მაგალითს განვიხილავთ იმას უსვამს ხაზს, რომ თემის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში იჭრება. საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი მოწინავე ინოვაციების მიმართულებით, იმიტომ, რომ მათ უგროვდებათ ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რაც  ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოსაყენებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

თითოეული ტრანზაქცია, ის თუ როდის რას ვყიდულობთ - საშუალებას აძლევს ანალიტიკოსებს, სწორი დასკვნები გამოიტანონ, შექმნან  თავიანთი პროდუქტები “, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან  DataFest Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ნინო მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკი, მასპინძელი - Lineate Georgia, ხოლო მხარდამჭერები - გრანთ თორნთონი და ფორსეტი იყვნენ.

შეხვედრაზე, საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე, განხილული იყო შემდეგი საკითხები:

- სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში და რა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად არის ის საჭირო;

- რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;

- offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;

- online feedback-ის ეფექტური დამუშავების და ამით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები.

შეხვედრის ძირითადი მომხსენებელი კი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე და Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძე იყვნენ.

გიორგი ჩუბინიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ქეისი ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist).

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები