დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმის და ლოგისტიკის შემდეგ ტექნოლოგიები მესამე სექტორი ხდება, არის დიდი პოტენციალი - გიორგი ციკოლია

ტურიზმის და ლოგისტიკის შემდეგ ტექნოლოგიები მესამე სექტორი ხდება, არის დიდი პოტენციალი - გიორგი ციკოლია

2023-10-27 15:00:06

მაღალ ტექნოლოგიებისადმი ინტერესი ქვეყანაში მზარდია და რაც მთავარია ტალანტი არის, -  ასე აფასებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა  Lineate-ის რეგიონული დირექტორი გიორგი ციკოლია საქართველოს ბაზრის მიმზიდველობასა და ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების  განვითარების პერსპექტივებს.

როგორც თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ გიორგი ციკოლიამ განაცხადა, დღეს ქვეყანაში კარგი გარემო და შესაბამისი კანონმდებლობაა.

„მაღალტექნოლოგიების განვითარებისთვის საქართველოში კანონმდებლობა არის დადებითი და პოზიტიური და ჩვენ როგორც საერთაშორისო IT კომპანია ამით ვსარგებლობთ. თუმცა შემდეგი დიგიტალიზაცია არის აუცილებელი და ამასთან ერთად საგანმანათლებლო სექტორში უფრო მეტი ინვესტიცია, რათა მივცეთ საშუალება ახალ თაობას ისეთ სფეროში როგორიც არის მაღალი ტექნოლოგიები. ამასთან ერთად ინტერნეტის ფასი საქართველოში, განსაკუთრებით კომპანიებისთვის, არის მაღალი, ვიდრე სხვაგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა კონკურენციის კუთხით დარეგულირდეს.

ამაზე მეტი გამოწვევა ჩვენს სექტორს არ აქვს“, - აღნიშნა გიორგი ციკოლიამ დარგისთვის არსებული გამოწვევების შეფასებისას.

ციკოლია ამბობს, რომ საქართველო უცხოური საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკმაოდ კარგი და მიმზიდველი ადგილია.

Lineate-ის რეგიონული დირექტორი ფიქრობს, რომ 2023 წელს საქართველო ტექნოლოგიების კუთხით 1 მლრდ დოლარის ღირებულების ექსპორტს მოახდენს. 

„დღეს, რომ გადახედოთ საქართველოში მაღალტექნოლოგიებში ძალიან ბევრი ამერიკული კომპანიაა. წლების უკან ასე არ იყო. ამ კომპანიებს ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი გამოცდილებაც დაუგროვდათ. თუ შევხედავთ ინდუსტრიაში ზრდას, ჩვენ მოლოდინი გაქვს, რომ წლის ბოლომდე 1 მლრდ დოლარამდე ექსპორტზე გავალთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. ტექნოლოგიები, ტურიზმისა და ლოგისტიკის შემდეგ მესამე სექტორი ხდება ქვეყანაში. ეს კარგია, თუმცა წინ კიდე დიდი გზაა, რადგანაც არის ზრდის დიდი პოტენციალი და მგონია, რომ კომპანიებთან ერთად მთავრობას შეუძლია, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდეს.

მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ნოემბერში საერთაშორისო კომპანიები, ჩვენ მივემგზავრებით პორტუგალიაში, სადაც ტარდება მსოფლიოში ყველაზე დიდი WEB-სამიტი და აღნიშნულ ღონისძიებაზე მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანია არ ვართ საქართველოს პრომოციას მოვახდენთ და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევიწყობთ ხელს“, - განაცხადა ციკოლიამ. 

 Lineate-ის რეგიონული დირექტორი გიორგი კომპანიის 2024 წლის გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ Lineate-ის რეგიონში ინვესტიციების ზრდას და კადრების გაორმაგებას აპირებს. 

„ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე 2 წელია რაც შემოვიდა და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი აქტივობა საქართველოში პრაქტიკულად გაორმაგდა. მოგეხსენებათ Lineate ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ნიუ იორკში და წლებია ვემსახურებით ამერიკაში წამყვან კომპანიებს და ვთავაზობთ მათ პროგრამულ უზრუნველყოფას და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას. ჩვენთვის ის გამოცდილება, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში საკმაოდ საინტერესოა და საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში და უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ. 2024 წლის გეგმებში გაქვს, რომ თანამშრომლების რაოდენობა პრაქტიკულად გავაორმაგოთ და გარდა საქართველოსი, სადაც ჩვენი რეგიონული ოფისია, ჩვენ ასევე ვგეგმავთ პოლონეთსა და სომხეთში გაფართოებას, სადაც დღესაც Lineate-ს ოფისები აქვს. ჯამში 500 ადამიანი გვყავს დასაქმებული და ინვესტირებას ვაგრძელებთ, პირველ რიგში საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები