დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება - ასოციაცია

უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება - ასოციაცია

2023-06-30 15:00:45

 

უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ტენდენცია არის ზოგადი და შეიმჩნევა მონეტარული პოლიტიკების გამკაცრება, რის გამოც უცხოურ რესურსებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება.

„ველოდებით, რომ საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, დოლარსა და ევროში მოიმატებს. რესურსი ძვირდება, რის გამოც მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად გამკაცრება. ტენდენცია აშკარად გამოკვეთილია, ზოგადად, მონეტარული პოლიტიკები მკაცრდება. ფედერალურმა რეზერვმა უკანასკნელი გადაწყვეტილება გაზრდაზე მიიღო და აქედან გამომდინარე, ამან პირდაპირპროპორციულად გამოიწვია გამოიწვია უცხოურ რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა“, - ამბობს ძნელაძე.

რაც შეეხება ლარში საპროცენტო განაკვეთებს, ცნობილია, რომ წლის ბოლომდე კორექტირება კლების მიმართულებით არის მოსალოდნელი, რაც ეროვნული ბანკის მიერ წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

45 წუთის წინ

1 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები